წაკითხვა: 2
ორი დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება სატირული ინფორმაცია, თითქოს რომის ახალი პაპის, ლეო მე-14-ის დედის ბაბუა ქართველი იყო. პოსტს ამ დროისთვის 5 ათასზე მეტი გაზიარება აქვს და საზოგადოების საკმაოდ დიდმა ნაწილმა დაიჯერა რომის პაპის ქართული ფესვების შესახებ.
სინამდვილეში კი, პოსტის ავტორმა უბრალოდ იხუმრა და პაპს საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.
რობერტ ფრენსის პრევო დაიბადა 1955 წლის 14 სექტემბერს აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში, მოწყალების ჰოსპიტალში, ლუის მარიუს პრევოსა და მილდრედ მარტინესის ოჯახში. მამამისი იყო მეორე მსოფლიო ომის აშშ-ის საზღვაო ძალების ვეტერანი და სკოლის დირექტორი, წარმოშობით ფრანგი და იტალიელი, ხოლო დედამისი ბიბლიოთეკარი, წარმოშობით ესპანელი
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს