ჟურნალისტმა კობა ლიკლიკაძემ რადიო “თავისუფლება” დატოვა

1 week ago 10

წაკითხვა: 3

ჟურნალისტმა კობა ლიკლიკაძემ რადიო თავისუფლება დატოვა. ის ღიად საუბრობს ამ მედიაში არსებულ ვითარებაზე და ამბობს, რომ უმაღლესმა მმართველებმა რამდენიმე წამყვანი ჟურნალისტი მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს სამსახურიდან, რომ მათ განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ.

“დღეს დავტოვე რადიო თავისუფლება, სადაც ზუსტად 24 წელი დავყავი.

დიახ რადიოში მუშაობის ამ 24 წლის განმავლობაში სასიხარულოც ბევრი იყო და გულსატკენიც.

რასაც ბოლომდე ვერ შევეგუე და რაც რადიო თავისუფლებისადმი ჩემს გამოსათხოვარ წერილშიც აღვნიშნე, ესაა უმაღლესი მენეჯმენტის პოზიციისგან განსხვავებული მოსაზრებების გამო რამდენიმე წამყვანი ჟურნალისტის სამსახურიდან გათავისუფლება შტატების შემცირების, საბიუჯეტო თანხების დაზოგვის ან “რეორგანიზაციის” სარჩულით…რასაც ჟურნალისტებმა ანგარიშსწორების  აქტი უწოდეს.

დაახლოებით ისე, როგორც ტრამპის ადმინისტრაცია ეპყრობა დღეს მთელ რადიო თავისუფლებას, რომელსაც რეალურად ემუქრება ეთერიდან გათიშვა.
მაგრამ გულის სიღრმეში მჯერა, რომ რადიო თავისუფლება, ეს უნიკალური, მრავალეროვანი და მრავალფეროვანი მედიაკორპორაცია, გაუძლებს დღევანდელ გამოწვევას და გადარჩება, როგორც ეს ერთხელ მოხდა “ცივი ომის” შემდეგ.

გადარჩება, რადგან ეს რადიო, როგორც “ქუინის” სიმღერაშია, ჯერ კიდევ უყვარს და ჯერ კიდევ სჭირდება არაერთ ადამიანს მსოფლიოში”– წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა