"პროცენტულად მათ შანსებს ასე შევაფასებდი" - ცარუკიანი ისლამის და ილიას ჩხუბზე

1 month ago 13

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, რომელსაც ცოტა ხნის წინ სატიტულო ჩხუბი ისლამ მახაჩევთან უნდა ჰქონოდა, ისლამისა და ილიას პოტენციურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"მძიმე ჩხუბი იქნება - ილიას უკეთესი სტრაიკინგი აქვს და კრივითაც გამოირჩევა, მაგრამ არასდროს უჩხუბია ისლამისნაირი ბიჭების წინააღმდეგ, რომლებიც ძალიან მაგრად ჭიდაობენ. ვნახოთ რა მოხდება, შანსები 50/50-ზეა", - განაცხადა ცარუკიანმა.

შეგახსენებთ, წონის ცვლილების შემდეგ ილიას გუნდი მხოლოდ სატიტულო ბრძოლას განიხილავს.

სრულად წაკითხვა