ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ირანთან მოლაპარაკებები ორშაბათს, 3 აგვისტოს განახლდება. ეს ტრაპმა ჟურნალისტებს 2 აგვისტოს, დღის ბოლოს უთხრა პრეზიდენტის თვითმფრინავში, რომლითაც უქმე დღეების შემდეგ ნიუ-ჯერსის რეზიდენციიდან ვაშინგტონში დაბრუნდა.
ირანს არ დაუდასტურებია მოლაპარაკების განახლებისთვის მზადყოფნა და თარიღი.
ერთი დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ გადადო ირანზე მორიგი მასშტაბური დარტყმა ახლო აღმოსავლეთში მოკავშირე ქვეყნებისა და თავად ირანის თხოვნით, რადგან მომავალი შეთანხმების ძირითადი პირობები შეთანხმებულია და ეხება როგორც ჰორმუზის სრუტეს, ისე ირანის ბირთვულ პროგრამას.
2 აგვისტოს პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ირანზე მორიგი შეტევისგან თავის შეკავება საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და კატარმა სთხოვეს.
შეკითხვას, რა არის ბოლო ვადა ირანთან შეთანხმების მისაღწევად, აშშ-ის პრეზიდენტმა კონკრეტული პასუხი არ გასცა.
დონალდ ტრამპს ადრე არაერთხელ უთქვამს, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმება ახლოსაა, თუმცა შემდეგ შეერთებული შტატები კვლავ იწყებდა ირანზე დარტყმებს.

18 hours ago
11







English (US) ·
Georgian (GE) ·