პედრო პასკალი Vanity Fair-ის ყდის ვარსკვლავია – ინტერვიუ მსახიობთან (ფოტოები)

1 month ago 5

არის თუ არა პედრო პასკალი ისეთივე კარგი, როგორიც ჩანს?

პედრო პასკალი  50 წლის ასაკში პოპულარულობის ზენიტშია. ის Vanity Fair-ისთან ინტერვიუში არ მალავს თავის შინაგან სამყაროს და იხსენებს განვლილ გზას.

მსახიობი აპრილში 50 წლის გახდა, ამ ეტაპს ის სიფრთხილით და შიშით შეხვდა.

,,40 წლის ასაკში ზრდასრულობისა და ძლიერების შეგრძნება მქონდა, 50 წლის ასაკში თავს უფრო დაუცველად ვგრძნობ – გაცილებით დაუცველად. რა სიგიჟეა  50 წლის კაცისთვის ამხელა ყურადღება! ‘’

ცხრა თვის იყო, როდესაც მისი მშობლები ჩილედან გაიქცნენ – დიქტატურისგან თავის დასაღწევად და საბოლოოდ სან ანტონიოში დასახლდნენ. პასკალის დედა 22 წლის პოლიტიკური ლტოლვილი იყო, ორი შვილი ჰყავდა და ბავშვთა ფსიქოლოგიას სწავლობდა.

მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის ის პეპელო, პიპი, პედერსი და პედსია. წლების წინ, გადასაღებ მოედანზე, ვიღაცამ მას პეპსის დაძახება დაუწყო, რაც მას ძალიან მოსწონდა.

შესაძლოა მის მხიარულ მხარეს უფრო ხედავენ და ნაკლებად იცნობენ პედროს, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ განადგურდა. ის 24 წლის იყო, როდესაც დედამ თავი მოიკლა.

,, თავს გზაჯვარედინზე ვგრძნობდი და ვფიქრობდი რატომ არის ეს სამყარო ასეთი უსამართლო? ”

დედის გარდაცვალებიდან ექვსი თვის შემდეგ, მეგობრების რჩევით, პასკალი დათანხმდა ლეკვის ყოლას – სწორედ ამ ძაღლმა მიხსნა, იხსენებს მსახიობი.

„მან (ძაღლმა) მე გადამარჩინა, რადგან გრეტა იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მე სახლში ვბრუნდებოდი’’

„წესით 30 წლის ასაკში კარიერა უნდა მქონოდა“, ამბობს ის.

ამ დროს კი ის სხვადასხვა სფეროში ცდილობდა თავის დამკვიდრებას. უიმედოდ გრძნობდა თავს. ყოველთვის, როცა პროფესიების ძიებას იწყებდა, მისი ოაჯახის წევრები და მეგორები ერეოდნენ.

„როდესაც პედრო იტყოდა: „საექთნო სკოლაში მივდივარ“ ან „თეატრის მასწავლებელი გავხდები“, ჩვენ უბრალოდ ვპასუხობდით: „არა, არა, არა, არა! შენ ძალიან კარგი ხარ!“ –  ამბობს მისი უფროსი და –  ხავიერა ბალმასედა, რომელიც ამჟამად Amazon Studios-ის პროდიუსერია.

 „პედროს ოთხი წლის ასაკიდან სურდა მსახიობობა. ვერ დავუშვებდი უარი ეთქვა მის ოცნებაზე,  ერთადერთი დაენებების უფლებას არ მივცემდი’’

პასკალი ყველაზე ბედნიერია, მაშინ,  როდესაც მის გარშემო ადამიანები თავს კომფორტულად და ბედნიერად გრძნობენ, ბუნებით თბილი და ცნობისმოყავრეა, მასთან უსაფრთხოდ გრძნობ თავს.

სრულად წაკითხვა