ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შვილის, ალისას შესახებ წერს და მის ვიდეოს აქვეყნებს:
"ესაა ალისა სამი წლის წინ, დღეს კი იგი უკვე სკოლის მოსწავლეა.5 წლის ალისა თავისუფლად საუბრობს და წერს ქართულად, ინგლისურად და რუსულად, ასევე დაწყებული აქვს ფრანგულის სწავლა. მასწავლებლები ამბობენ რომ მისი მათემატიკის ცოდნა მე-3 კლასელის დონეზეა.
ასევე დადის ფორტეპიანოზე და პედაგოგი გაოგნებულია მის მიერ მასალის უსწრაფესი ათვისებით. ვის დაემსგავსა ნეტავ ასეთი ნიჭიერი", - წერს სააკაშვილი
წყარო: ambebi.ge