პარლამენტთან აქტივისტი ისაკო დევიძე დააკავეს

1 week ago 21

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქტივისტი ისაკო დევიძე დააკავეს. მას ბორკილები დაადეს და პოლიციის ავტომობილით წაიყვანეს.

როგორც ერთ-ერთმა პოლიციელმა დემონსტრანტს უთხრა, რომ დაკავებულ ისაკო დევიძეს ედავებიან „პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის“ შეუსრულებლობას („ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლი). პოლიციელის თქმით, დაკავებამდე მას მიუთითეს, რომ გზა არ გადაეკეტა.

23 სექტემბერს მე-300 დღე შესრულდა საქართველოში პროევროპული დემონსტრაციების დაწყებიდან. მოთხოვნები უცვლელია: ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და დემონსტრაციებზე დაკავებულების გათავისუფლება.

10 თვეზე მეტია, საქართველოში პროტესტი არ წყდება - გასული წლის 28 ნოემბერს დედაქალაქში ათიათასობით ადამიანი შეკრიბა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

სრულად წაკითხვა