ნიცა და დამიანე კვარასთნ ერთად ამერიკაში წავლენ-ლუის ენრიკეს დასაფასებელი გადაწყვეტილება

1 month ago 4

“პარი სენ-ჟერმენის“ ჩემპიონთა მომზადება თავისუფალი რეჟიმით მიმდინარეობს

საფრანგეთის გავლენიანი სპორტული გამოცემა L’Équipe იტყობინება, რომ “პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკესა და სპორტული დირექტორის, ლუის კამპოშის გადაწყვეტილებით, ფეხბურთელებს საშუალება მიეცათ, ოჯახები ლოს ანჯელესში თან წაეყვანათ.

ამ გადაწყვეტილების მიზანი მოთამაშეებისთვის ემოციური დატვირთვის შემსუბუქებაა — სეზონის გადატვირთულ გრაფიკში ისინი მთელი დღეების მანძილზე სასტუმროში ჩაკეტილები აღარ იქნებიან და თავსაც უფრო თავისუფლად იგრძნობენ.

“პსჟ“-ს ფეხბურთელები დილას ერთობლივი საუზმით იწყებენ, რასაც დღის მთავარი ვარჯიში მოჰყვება. ვარჯიშები დაგეგმილია შუადღისთვის, რათა ისინი სრულად შეესაბამებოდეს ადგილობრივი დროით კვირას, “ატლეტიკო მადრიდთან“ გასამართი მატჩის დაწყების საათს (12:00).

ვარჯიშის შემდეგ მოთამაშეები სამედიცინო პროცედურებს გადიან, რის შემდეგაც მათ თავისუფალი დრო აქვთ. ეს ნიშნავს, რომ დღის მეორე ნახევარში ფეხბურთელები ან ქალაქში სეირნობენ, ან პირად საქმეებს აგვარებენ.

“პარი სენ-ჟერმენი“ აშშ-ში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება და ევროპის ჩემპიონის სტატუსით სეზონის დასკვნით ეტაპს სრული მზადყოფნით ხვდება.

სრულად წაკითხვა