ნაციონალურმა მოძრაობამ მისი ცნობილი საარჩევნო/პარტიული ნომერი 5 დაკარგა

4 days ago 2

წაკითხვა: 144

ნაციონალურმა მოძრაობამ მისი ცნობილი საარჩევნო/პარტიული ნომერი 5 დაკარგა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჰქონდა მინიჭებული და სწორედ ამ ნომერთან ასოცირდებოდა აღნიშნული პარტია.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიების რეგისტრაციის ვადა 8 აგვისტოს ამოიწურა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში 17 პარტია დარეგისტრირდა. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ დარეგისტრირდნენ, შესაბამისად, საარჩევნო ბიულეტენზე ამომრჩეველს არ დახვდება „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“. მათ საარჩევნო ნომრები დაკარგეს, თუმცა მათი ნომრები – N5 და N 4 დოლურაში მოხვდება და სხვა პარტიებისთვის გათამაშდება.

საარჩევნო ნომრები 5-მა პარტიამ შეინარჩუნა. ესენია:

ნომერი 8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;

ნომერი 9 – „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!”;

ნომერი 25 – „გახარია საქართველოსთვის”;

ნომერი 36 – „ახალი პოლიტიკური ცენტრი” (შემოკლებული დასახელება „გირჩი”)

ნომერი 41 – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”.

12 პარტიას კი სამომავლოდ უნდა მიენიჭოს საარჩევნო ნომერი. ეს პარტიებია:

„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია”;

„ჩვენი გაერთიანებული საქართველო”;

„საქართველო”;

„თავისუფალი საქართველო”;

„მემარცხენე ალიანსი”;

„ქართველ ერთობა”;

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კონსერვატორები საქართველოსთვის”;

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მამული, ენა, სარწმუნოება”;

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „სახალხო ხელისუფლება”;

„მწვანეთა პარტია”;

„მესამე გზა”;

„დემოკრატთა ალიანსი”.

მუნიციპალური არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს გაიმართება.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა