"მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-იდან 20 წლამდე ან უვადო იქნება" - მდინარაძემ კანონპროექტი წარადგინა

2 months ago 9

"ქართული ოცნება" ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს და სადავო პარლამენტში შესაბამის საკანონმდელო ცვლილებებს არეგისტრირებს.

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კანონპროექტის წარდგენისას თქვა, რომ "ანტინარკოტიკულ რეფორმაზე" "ქართული ოცნების" მთავრობასთან ერთად იმუშავეს.

მამუკა მდინარაძემ კანონპროექტის რამდენიმე ძირითადი ცვლილება წარადგინა:

  1. "ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არა თუ განსაკუთრებით დიდი, ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.
  2. "ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება და მოწესრიგდება მათთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები. კერძოდ, განისაზღვრება თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. ამასთანავე, დადგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითაც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისთვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობი პირისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.
  3. 2025 წლის პირველი ივნისიდან, იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი, ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას 3 წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 5 წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები".

მისივე თქმით, ცვლილება შეეხება სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის სხვა შესაბამის ნორმებს.

სრულად წაკითხვა