მსხვერპლია ფლორიდის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლის შედეგად

3 months ago 20

ორი ადამიანია მოკლული და ექვსი დაჭრილი ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე 17 აპრილს მომხდარი სროლის შედეგად. უნივერსიტეტი ფლორიდის შტატის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ტალაჰასიში მდებარეობს.

პოლიციის ინფორმაციით, კამპუსში მყოფებს ესროლა 20 წლის ფინიქს აიკნერმა, რომელიც ადგილობრივი შერიფის მოადგილის, ჯესიკა აიკნერის ვაჟია. ის შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა საპასუხო სროლის შედეგად დაჭრეს და ამჟამად საავადმყოფოშია.

აიკნერი, რომელიც ამავე უნივერსიტეტის სტუდენტია, დედის ცეცხლსასროლი იარაღით მოქმედებდა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ტელეკომპანია CNN-ი არასამთავრობო ორგანიზაციის, Gun Violence Archive-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს წლის დასაწყისიდან ფლორიდაში მასობრივი სროლის მეექვსე შემთხვევაა.

სრულად წაკითხვა