„სარკე“
კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი ქსნის ხეობაში, სადაც მდინარე ლიახვი მიედინება, ულამაზეს ქართულ გარემოში, დაბა ახალგორში, 77 წლის წინ დაიბადა. როცა გაიზარდა, მშობლიური წყალ-ჭალის ხმები უმშვენიერეს მელოდიებად გადაიტანა სანოტო ფურცლებზე. პოპულარული ანსამბლები თავიანთ რეპერტუარს მისი სიმღერებით ამდიდრებდნენ. პირველი გრამფირფიტა, რომელიც თბილისის სტუდიამ გამოუშვა, მაშინდელ საბჭოთა კავშირში მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.
ცხოვრებისეულ და შემოქმედებით გზაზე, უფროსი თაობის გენიალურ კომპოზიტორებთან მეგობრობაზე, შვილზე, მომღერალ რატი დურგლიშვილზე ბატონი ვაჟა „სარკესთან“ ყვება:
_ დღეს ძალიან მარტივია კომპოზიტორის საქმიანობა _ დაწერე სიმღერა, ვინც გინდა, ამღერე და არავინ გიმოწმებს არც ტექსტს, არც მელოდიას, არც ხარისხს. მაშინ სხვანაირად იყო. კომპეტენტური ადამიანებისგან შემდგარი კომისია არსებობდა და შენი ნაშრომი მათთვის უნდა წარგედგინა. ზოგჯერ ოცი სიმღერა მიმქონდა და მხოლოდ ერთს იწონებდნენ. დაწუნებულ სიმღერებს მაინც არ ვყრიდი, თაროზე ვდებდი და მოგვიანებით ვუბრუნდებოდი. ყოფილა შემთხვევა, ორი-სამი სიმღერიდან ერთი კარგი სიმღერა გამიკეთებია…
ბიძინა კვერნაძე განუმეორებელი იუმორის პატრონი იყო. რაიმე ამბავს ისეთი სერიოზული სახით მოყვებოდა, ჩვენ სიცილით ვიხოცებოდით, მას კი წარბიც არ შეუტოკდებოდა. გოგი ცაბაძე _ კარგი მომლხენი და ყველას გვერდით მდგომი, გია ყანჩელი _ უნიჭიერესი… რომელი ერთი ჩამოვთვალო?..
უმოძრაო, უიმედო ავადმყოფი ვიყავი. საბედნიეროდ, სწორმა და ხანგრძლივმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო და ფეხზე დამაყენეს. ამ ყველაფრის შედეგად მეხსიერება ისე დამიზიანდა, ნოტების წერაც კი დამავიწყდა. ჩემთვის ეს უმძიმესი პერიოდი იყო…
რატიმ შეუძლებელი გააკეთა. ახლაც მიკვირს, როგორ შეძლო ასეთი მობილიზება, ფინანსების მოძიება. ერთი წუთითაც არ მომშორებია….
მადლობა თქვენს ჟურნალს, რადგან ყოველთვის ვგრძნობდი თქვენს თანადგომას…
სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·