ხათუნა მიქაცაძე: „ქორწინებამდე არ ვიცოდი, ელდარ კურტანიძეს რამდენი ცოლი ჰყავდა, ჩემი მათემატიკით, ახლა მე-7 ცოლი ჰყავს“ რას ყვება ჩემპიონის ყოფილი მეუღლე 7-წლიან ქორწინებაზე, ქმრის ძალადობასა და სასამართლოში ბრძოლის გაგრძელებაზე

17 hours ago 2

 „ქორწინებამდე არ ვიცოდი, ელდარ კურტანიძეს რამდენი ცოლი ჰყავდა, ჩემი მათემატიკით, ახლა მე-7 ცოლი ჰყავს“„სარკე“

„სარკემ“ პირველი ინტერვიუ ხათუნა მიქაცაძესთან 2014 წელს ჩაწერა, როცა ის ჭიდაობაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების, ასევე ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონზე, ელდარ-ლუკა კურტანიძეზე ახალდაქორწინებული,  ბედნიერი და შეყვარებული ქალი იყო. მას შემდეგ 11 წელი გავიდა და მოჭიდავის აწ უკვე ყოფილი ცოლის ცხოვრებაში ამ ხნის განმავლობაში დრამატული მოვლენები განვითარდა. ხათუნა მიქაცაძე ამჯერად „სარკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყვება ჩემპიონთან ქორწინებაში გატარებულ წლებზე და ქმრის ძალადობაზე, რის გამოც ახლა სპორტსმენი ციხეში სასჯელს იხდის.

ხათუნა მიქაცაძე: სულელურად და ქარაფშუტულად სულ ვარაუდობ ქალი, რომ რაღაც ალბათ გამოსწორდება. ამას ერთვის შიში იმისა, რომ ვერსად წავალ, რადგან ის ელდარ კურტანიძეა და მას მფარველობენ.  მეუბნებოდა, რომ ხერხემალში გადამტეხავდა, „კალიასკაში“ ჩამსვამდა, ასეთს მომივლიდა და მაგორავებდა წყნეთის ეზოში…

ქობულეთში მე ჯერ ბინა ვიყიდე იაფად და მოგვიანებით ძვირად გავყიდე. მერე ვიყიდე მიწა და ერთად დავიწყეთ აშენება, თუმცა ძალიან დიდი წილი მის აშენებაში ჩემია ისევე, როგორც წყნეთში, ბორჯომში… ქობულეთის სახლი ჩემი ოცნება იყო და მასში ჩემი უდიდესი შრომაა ჩადებული, უდიდესი ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი…

ახლა მისჯილი 7 თვიანი ციხე კიდევ ერთი მოტივაციაა მისთვის, რომ თქვას, მე ელდარ კურტანიძე ვარ და არ დავისჯები, კიდევ შევძლებ გავაკეთო ის, რის გაკეთებაც მინდაო. სასამართლომ მას უთხრა, რომ შენ ელდარ კურტანიძე ხარ, რომელმაც რამდენჯერმე იჭიდავე და ამიტომაც, შენ არ დაისჯებიო. რომ მომკლას, მერე ალბათ იმას იტყვიან, ხათუნას იარაღი გაუვარდა ან წაიქცაო. ამ გადაწყვეტილებით მოტივაცია მისცა სასამართლომ, რომ მან კიდევ ჩაიდინოს დანაშაული!.. ქორწინებამდე არ ვიცოდი, ელდარ კურტანიძეს რამდენი ცოლი ჰყავდა, ჩემი მათემატიკით, ახლა მე-7 ცოლი ჰყავს…

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში

სრულად წაკითხვა