„5 წლის წინ ჩვენი ბიოლოგიური მასალა გავყინეთ და ახლა მოხდა ინვიტრო განაყოფიერება“ ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი მეორე ბიჭს ელოდებიან _ „მესამე გოგო გვინდა“

20 hours ago 2

„5 წლის წინ ჩვენი ბიოლოგიური მასალა გავყინეთ და ახლა მოხდა ინვიტრო განაყოფიერება“„სარკე“

დუეტმა „ლეონმა“  _ ცოლქმრულმა წყვილმა ლევან წვერავამ და მისმა ცოლმა  ნინი კენჭიაშვილმა, „სარკეს“ სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა. მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპია, ისევ შვილს ელოდებიან _ რამდენიმე თვეში მეორე ბიჭის მშობლები გახდებიან. ამ სიახლისა და სასიხარულო მოლოდინის დეტალებს „სარკის“ მკითხველს ლევანი უყვება:

_ როდესაც ეს მეთოდი დაინერგა, ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ ყველა დარწმუნდა, რომ ეს არის თანამედროვე მედიცინის დიდი მიღწევა. აქ არაფერია ისეთი, რაც ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება, ეს არის შენი და შენი მეუღლის შვილი… 5 წლის წინ ჩვენი ბიოლოგიური მასალა გავყინეთ და ახლა მოხდა ინვიტრო განაყოფიერება…

იმდენად ვარ ამ თემებში გარკვეული, რომ შემიძლია ლექციებიც წავიკითხო, ამიტომ სოციალურ ქსელში თუ ვინმე მწერს ხოლმე ამ საკითხებზე, ყოველთვის დაწვრილებით ვპასუხობ და ,საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვცდილობ, კარგად დავაკვალიანო…

ველოდი, რომ მეორეც ბიჭი იქნებოდა. ნოე ამბობს, კარგია, რომ ჯერ ძმა მეყოლება და შემდეგ _ და, ჩვენ, უფროსი ბიჭები, მას კარგად დავიცავთო… მესამე გოგო გვინდა…

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში

სრულად წაკითხვა