მოსკოველ ქართველს ბოდიშს მოხდა მოუწია სიტყვებისთვის "ხელიდან წასული რუსები"

1 week ago 13

მოსკოვში მცხოვრებ ქართველ თამარ სალიას ბოდიშის მოხდა მოუწია ტელეგრამში გამოქვეყნებული ვიდეოს გამო.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოჩნდა, სადაც სალიამ რუსებს „ხელიდან წასულები“ უწოდა და დაამატა, რომ ისინი „ხოცავდნენ ქართველებს, კლავენ „ხოხოლებს“ (უკრაინელების მეტსახელი) და ამით სიამოვნებას იღებენ“, აღწერაში ეწერა, რომ ის ქართული სამზარეულოს რესტორან „საფერავში“ მუშაობს.

„საფერავში“ განაცხადეს, რომ ჩანაწერი რამდენიმე წლის წინაა გაკეთებული და თავად სალია რესტორანში 2023 წლის მარტიდან აღარ მუშაობს. „მომხდარი ფაქტით შოკირებულმა“ დაწესებულების თანამშრომლებმა სამართალდამცველ უწყებებს მიმართეს "ყოფილი თანამშრომლის მიერ ადრე ჩადენილი მოქმედებებისთვის შეფასების მისაცემად“.

„ამის შესახებ ადრე რომ გვცოდნოდა, დროულად გადავდგამდით გარკვეულ ნაბიჯებს, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირების სახით“, - ნათქვამია რესტორნის განცხადებაში.

გარდა ამისა, რესტორან „საფერავში“ განაცხადეს, რომ მფლობელებსა და თანამშრომლებს „რუსული სისხლი უჩქეფთ“.

მოგვიანებით სააგენტო „რეგნუმმა“ დაწერა, რომ სალიამ თავად მიმართა პოლიციას „ბოდიშის მოხდისა და თავისი განცხადებების ახსნის მიზნით“. მისი თქმით, ვიდეო მას კოლეგამ მას შემდეგ გადაიღო, რაც თავად გამოიყენა უცენზურო სიტყვები ქართველების მიმართ და თავის მხრივ, გადაწყვიტა იგივე ეთქვა რუსებზე.

„რუსების მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს, ბევრი მეგობარი მყავს... ჩვენ საერთო კულტურა გვაქვს, საერთო რწმენა...“ - განაცხადა სალიამ და აღნიშნა, რომ მზადაა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის.

მედია არ აკონკრეტებს, მისცა თუ არა პოლიციამ მისი ქმედებების სამართლებრივი შეფასება ან რა სასჯელები შეიძლება მოჰყვეს ამას.

სრულად წაკითხვა