"მორჩა... უნდა მოვუსმინო ჩემს გულს" - რატომ ტოვებს მარიამ ლამაზი სოციალურ ქსელებს

2 months ago 8

ინფლუენსერი მარიამ ლამაზი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა სოციალური ქსელები დატოვოს.

"მე ვტოვებ სოციალურ ქსელებს, დიახ არ მოგესმათ, ძალიან დიდი ხანია ეს სურვილი ტრიალებს ჩემს გულში და სულში. ჩემი ტვინი ცდილობდა, რომ გადაეფიქრებინა, მაგრამ არა, მორჩა, უნდა მოვუსმინო ჩემს გულს. დრო მჭირდება ჩემი თავისთვის. დრო რომელსაც მივუძღვნი მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს შვილებს.

აღარანაირი შემოსავალი აღარ მქონდა ტიკტოკიდან ბოლო ექვსი თვეა… გინდა არ გინდა ფიქრდები თუ რისთვის აკეთებ ამ ყველაფერს, ამიტომ მოკლედ უნდა გადავიაზრო ჩემი თავი, როგორც უნდა მოხდეს ყველაფერი ისე მოხდება, მე მჯერა ღმერთის გეგმის. ვერ გეტყვით რამდენ ხანში, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები დაგიბრუნდებით ჩემი ახალი მარიამ ლამაზით, არ დამივიწყოთ" - ამბობს მარიამ ლამაზი.

სრულად წაკითხვა