WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

15

სოფელ მლეთაში ხუთდღიანი სამძებრო სამუშაოები დასრულებულია – 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის კვალის დასადგენად ყველა საეჭვო ტერიტორია სკანერებით და სპეც-ტექნიკით შეამოწმეს. ეს იყო მთავარი მოთხოვნა, რომელიც დაკარგული ბიჭის დედას ჰქონდა.

როგორც სოფო ბიბილაშვილი “პირველებთან” ამბობს, ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამორიცხა, რომ მისი შვილი მეწყერმა მოიყოლა.

ყველაფერი გააკეთეს, ყველგან გადაატარეს, სკანერიც, მძიმე ტექნიკაც შემოიყვანეს, ჭაც შემოწმდა, არაფერი ისეთი არ არის. ძალიან გახარებული ვარ. გამოირიცხა… რომ მეწყერში არ მოყოლილა ბავშვი, იმედია ცოცხალია და ვიპოვნი. 

ახლა, რაც ამათ გამიკეთეს, თავის დროზე არ გაკეთებულა და არც 12 წლის განმავლობაში გაუკეთებია არავის”, – ამბობს სოფო ბიბილაშვილი.  

სამძებრო სამუშაოების შემდეგ, წესით, პროკურატურამ გამოძიება აქტიურად უნდა განაახლოს.

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.