13
ჟურნალისტი, გამოცემა “ოდიშინიუსის” დამფუძნებელი, ლაშა ბერულავა, სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საწვავი, რომელიც, ხელისუფლების მტკიცებით, გალში გაიგზავნა – არც გალში ჩაუტანიათ და არც სოხუმში.
“ენგურის ხიდით შემოსული საწვავმზიდები არათუ გალის, სოხუმის ბენზინგასამართ სადგურებთანაც არ გაჩერებულან” – სად წავიდა “გალის მოსახლეობისთვის” განკუთვნილი ბენზინი?
–
კომპანია “სოლიდუსი”, მისი ლიდერის გიორგი არველაძის სახით აცხადებს, რომ საწვავი აფხაზეთში მისმა კომპანიამ შეიტანა, რათა გალის მოსახლეობას 20 ლიტრიანი “კანისტრებით” ზუგდიდიდან გალში არ ერბინა. მისი თქმით, გალში მათ 300 ტონა საწვავი შეიტანეს.
„ვმუშაობ აფხაზ პარტნიორებთან ერთად. ეს არის ხიდი ქართულ და აფხაზურ ბიზნესს შორის“, – აცხადებს ბიზნესმენი. არველაძის თქმით, აქამდე ხდებოდა სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქციის მიწოდება, ხოლო საწვავის მიწოდება პირველად მოხდა.
ამასთან, ოდიშინიუსის წყარო, რომელიც წლებია, გალის რაიონში მიმდინარე პროცესების შესახებ სანდო ინფორმაცია გვაწვდის, გვიყვება, რომ სინამდვილეში საწვავი გალის რაიონში არ დარჩენილა, ყოველ შემთხვევაში, არცერთი, ქალაქში მდებარე საჯარო ბენზინგასამართი სადგურის მარაგი არ შევსებულა:
” ეს ტყუილია. ქართული ნომრებით საწვავმზიდები მართლაც შემოვიდნენ ენგურის ხიდიდან, ისინი არავის დაუბრკოლებია, უბრალოდ, ჭუბურხინჯის მხარეს, ხიდთან, აფხაზური ნომრები დაახვედრეს და ზემოდან გადაამაგრეს ქართულ სახელმწიფო ნომრებს, ერთი “ვილისი” წინ გაჰყვა ოთხ მანქანას, მეორემ ჩაკეტა და როგორც გალი, ისე სოხუმი შეუჩერებლად გაიარეს, ჰაერიდან ორი ვერტმფრენი აცილებდა პლიუს”, – გვეუბნება წყარო გალის რაიონიდან, რომელმაც ჯერ ვერ დაადგინა, სად გაჩერდა საბოლოოდ საწვავმზიდების კოლონა, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს, შესაძლოა, გუდაუთის მისადგომები ყოფილიყო, საიდანაც საწვავს რუსეთის სამხედრო ბაზაში აიტანდნენ.
შეგახსენებთ, ივანიშვილის საყვარელმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ადგილობრივ მოსახლეობას შვება მიეცემა, ისინი ოკუპირებულ აფხაზეთში მსგავსი ტვირთების შეგზავნისთვის მომავალშიც მზად არიან.
საერთაშიროსო alia.ge