WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

33

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:

ქოცები (უბრალოდ, მაშინ მასე არ ერქვათ) 1921 წელსაც იყვნენ, 1924-შიც და 1937-შიც და გულრწფელად სჯეროდათ, რომ რაც ქვეყანაში ხდებოდა, პირადად მათ არ ეხებოდათ და მერე რა, თუ მეზობელს/ნათესავს დაუხვრეტდნენ ან გააციმბირებდნენ. თვითონ ხომ ცოცხლები იყვნენ;

მერე მოვიდა ჯერ 1939 (ფინეთთან ომი) და შემდეგ უარესი 1941 წელი და მაშინდელი ქოცებიც და არაქოცებიც საზარბაზნე ხორცად წაასხეს რუსებმა რუსეთის სასარგებლოდ საომრად.

მათი ნახევარი უკან ვეღარ დაბრუნდა. ფაქტიურად ერის გენოციდი განხორციელდა. რომ არა ეგ გენოციდი, მინიმუმ ორი ამდენი ვიქნებოდით დღეს.

დღევანდელი ქოცები ისეთი ტემპებით მიქრიან დედა რუსეთისკენ, არ გამორიცხოთ, რომ კრემლმა მოსთხოვოთ საზარბაზნე ხორცი (მითუმეტეს კატასტროფულად უჭირთ ცოცხალი ძალა) და ამათაც მიაშველონ რაიმე ფორმით აქედან ხალხი.

ვისაც გადაჭარბებული გეჩვენებათ ეს ყველაფერი, შეხედეთ ქოცების ბოლო ჭინთვებს და ქცევებს რუსეთთან მიმართებაში.

ისიც გაითვალისწინეთ, რომ 1938 წელსაც საქართველოში ბევრს არ ეგონა, რომ მომდევნო შვიდ წელიწადში ქართველი მამაკაცების ნახევარი რუსეთისთვის წარმოებულ ომებში გაწყდებოდა.

ახლა როგორ გინდა, რიგით ქოცს ესენი გააგებინო.