მეცხრე კლასის მოსწავლე სახლის უკან თხილნარში გარდაცვლილი იპოვეს – ახლახან უმძიმესი ინფორმაცია გავრცელდა

4 hours ago 3

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კორცხელის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე სახლის უკან თხილნარში გარდაცვლილი იპოვეს. 15 წლის მათე გაბედავა მეგობრები,პედაგოგები და ახლობლები ემშვიდობებიან.
„მათე,აქ სიტყვების თავმოყრა ძალიან ძნელია, მაგრამ ტკივილს და სევდას ვერ იტევს გული. შენ,მრავალშვილიანი ოჯახის მესამე, პირველი ბიჭი იყავი, პატიოსანი, მშრომელი ოჯახის შვილი. ჩვენთან კი ბაღში ხუთი წელი გაატარე.

იყავი თავმდაბალი, უწყინარი, ბუნჩულა ბავშვი. ძნელია მათე შენზე წარსულზე საუბარი. როგორ დაასრულე სიცოცხლე 15 წლის ასაკში. შენ ხომ მთელი ცხოვრება წინ გქონდა. ნუთუ არ შეგეცოდა შენი და-ძმა ,მშობლები. ახლობლები. სოფელს მეხის გავარდნასავით ჩაესმა ეს ამაზრზენი ხმა. ცრემლი არ შეგვშრობია. ღმერთმა შეგინდოს არჩეული გზა. ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა. ნაცატუს საბ.ბაღის თანამშრომლები თანავუგრძნობთ ოჯახს, გამძლეობა გქონოდეთ”,- წერენ პედაგოგები სოციალურ ქსელში.

მოზარდის ოჯახი სოფელ ნაცატუში ცხოვრობს.

სრულად წაკითხვა