მეფე-დედოფალი, პრინცი უილიამი, მებურიშვილ-საგანელიძის წყვილი და სხვები – ვინ როგორ გამოიყურებოდა სამეფო დოღზე?

1 month ago 3

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ბერკში­რის საგ­რა­ფო­ში, მო­რი­გი სა­მე­ფო დოღი Royal Ascot გა­ი­მარ­თა, სა­დაც, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ბრი­ტა­ნე­თის მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი შე­იკ­რი­ბა.

Royal Ascot-ის კვი­რე­უ­ლი, ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის ყო­ველ­წლი­უ­რი სა­ზა­ფხუ­ლო კა­ლენ­დრის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მოვ­ლე­ნა Trooping the Colour-ისა და Garter Day-ის შემ­დეგ.

წლე­ვან­დე­ლი წელი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, რად­გან პირ­ვე­ლი სა­მე­ფო დო­ღი­დან 200 წლის იუ­ბი­ლე აღი­ნიშ­ნე­ბა. ტრა­დი­ცია 1825 წელს, მეფე ჯორჯ IV-ის მმარ­თვე­ლო­ბის დროს და­ი­წყო.

ქეით მიდლტონ­მა ბოლო წუთს გა­ა­უქ­მა Royal Ascot 2025-ზე დას­წრე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად მის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ელოდ­ნენ.

კენ­სინგტო­ნის სა­სახ­ლემ და­ა­დას­ტუ­რა, რომ უელ­სის პრინ­ცე­სა ამის გამო “იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია”, ის ჯერ კი­დევ კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცეს­შია და ცდი­ლობს მო­ვა­ლე­ო­ბებს ეტა­პობ­რი­ვად და­უბ­რუნ­დეს.

უკვე მე­ო­რე წე­ლია ზე­დი­ზედ, რაც ქე­ით­მა Royal Ascot-ი გა­მო­ტო­ვა. გა­სულ წელ­საც პრინ­ცი უი­ლი­ა­მი მარ­ტო და­ეს­წრო, რად­გან ქე­ი­თი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ა­ის გა­დი­ო­და.

დოღს წელ­საც ეს­წრე­ბო­და მსა­ხი­ო­ბი ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წე­ლია უკვე დიპ­ლო­მატ მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად ბრი­ტა­ნეთ­ში ცხოვ­რობს. შე­გახ­სე­ნებთ, მისი მე­უღ­ლე ბაჩო სა­გა­ნე­ლი­ძე ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩ სო­ფიო ქა­ცა­რა­ვას ერთ-ერთი მო­ად­გი­ლეა, ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან სუ­რა­თი ბაჩო სა­გა­ნე­ლი­ძემ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. სხვა წლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ლელა ბოლო დროს თავს იკა­ვებს ბრი­ტა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბის აფი­ში­რე­ბის­გან, მის “ინ­სტაგ­რამ­გვერ­დზე” მხო­ლოდ სა­რეკ­ლა­მო ხა­სი­ა­თის პოს­ტე­ბი ქვეყ­ნდე­ბა. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბით იყოს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის სა­უ­კე­თე­სო ფო­ტო­ე­ბი 2025 წლის Royal Ascot-დან.

სრულად წაკითხვა