მეტსაც იმსახურებს - რამდენია გიორგი მამარდაშვილის ხელფასი ლივერპულში

1 month ago 3

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლივერპულის მხრიდან მამარდაშვილთან კონტრაქტის პირობები გაორმაგდება. სავარაუდოდ, ის ორჯერ მეტს და შესაძლოა სამჯერ მეტ ხელფასაც მიიღებს, ვიდრე ვალენსიაში იღებდა.

სხვა წყაროების თანახმად, გიორგი მამარდაშვილის ანაზღაურება 3-4 მილიონი ევრო იქნება წელიწადში.

ქართველი ფეხბურთელი ინგლისურ გუნდს 2025 წლის 1 ივლისს შეუერთდება და სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.

გასულ წელს ის ლივერპულმა 35 მილიონ ევროდ იყიდა და ერთი წლით იჯარის წესით ვალენსიაში დატოვა.

სრულად წაკითხვა