ამჯერად მძღოლი გადაარჩინეს.
რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ მანქანაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა და იგი მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს მდინარიდან.
იმავეს ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი ფეისბუკზე პირდაპირ ჩართვაში მეტეხის ხიდის მიმდებარედ - მისი თქმით, იქვე მდგარ პოლიციელზე დაყრდნობით.
ზუსტად ერთი კვირის წინ, 4 მარტს, მეტეხის ხიდიდან კიდევ ერთი ავტომობილი გადავარდა მტკვარში - რამდენიმესაათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ, მაშველებმა მძღოლის ცხედარი ამოასვენეს. მაშინ სამძებრო სამუშაოები 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა.