მედვედევი: ზელენსკის თეთრ სახლში "ძლიერი სილა გააწნეს"

2 months ago 16

რუსეთის ექსპრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის "ძლიერი სილა გააწნა" აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. მედვედევის განცხადების ფონია რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან ზოგადი დადებითი გამოხმაურება თეთრ სახლში ტრამპსა და ზელენსკის შორის მომხდარ მწვავე შელაპარაკებაზე.

"სასტიკი დასჯა ოვალურ ოფისში" - წერს ტელეგრამით მედვედევი, რომელიც ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელოს მოადგილეა. მედვედევი ზელენსკის უწოდებს "უმადურ ღორს".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, მარია ზახაროვას თქმით, სასწაულია, რომ ტრამპმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯეი დეი ვენსმა თავი შეიკავეს და ზელენსკის არ დაარტყეს.

სრულად წაკითხვა