მაროკოდან ესპანეთის ქალაქ სეუტაში დაახლოებით 50 000 მიგრანტი შევიდა

3 days ago 31

მაროკოდან ესპანეთის ქალაქ სეუტაში დაახლოებით 50 000 მიგრანტი შევიდა.

სეუტა ესპანეთის ავტონომიური ანკლავი ქალაქია, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე, ხმელთაშუა ზღვასა და ატლანტის ოკეანეს შორის საზღვარზე მდებარეობს. ავტონომიურ ქალაქ მელილიასთან ერთად სეუტა აფრიკის ევროპასთან დამაკავშირებელი ერთადერთი საზღვრია. სეუტას მოსაზღვრე აფრიკული ქვეყანა მაროკოა, საიდანაც ქალაქში მიგრანტები შევიდნენ.

BBC-ის ცნობით, ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ავტონომიურ ქალაქში შესვლის მცდელობას მინიმუმ 18 ადამიანი ემსხვერპლა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ათასობით მიგრანტის ამსახველი ვიდეობი და ფოტოები, რომლებიც ხმელეთით და ზღვით მაროკოსთან მოსაზღვრე ქალაქ სეუტაში გადაიდიან.

სეუტას ადგილობირივი მთავრობის მოთხოვნის მიუხედავად, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო უარს ამბობს საგანგებო სიტუაციის გამოცხადებაზე. თუმცა ესპანეთის მთავრობამ უკვე გაგზავნა სეუტაში და მის მოსაზღვრე ავტონომიურ ქალაქ, მელილაში, სამხედროები.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, სეუტაში დროებითი ცენტრი გაიხსნება, რომელიც უზრუნველყოფს იმ ადამიანების დოკუმენტაციას, რეგისტრაციასა და იდენტიფიცირებას, რომლებსაც ესპანეთში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ. ასევე სანჩესის თქმით, ესპანეთმა აქტიურად უნდა ითანამშრომლოს მაროკოსთან არალეგალური მიგრაციის შემცირების მიზნით.

აღნიშნულ მიგრაციულ კრიზის ევროპელი ლიდერებიც გამოეხმაურნენ.

იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი სოციალურ ქსელ x- ზე ამ ფაქტს , როგორც მთლიანი ევროპის საზღვრებისთვის შემცველ საფრთხეს აღწერს და აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მზადაა ესპანეთთან შენგენის შეთანხმების შეჩერებისთვისაც.

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკავშირის საზღვრების დაცვა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მნიშვნელოვანია და აღნიშნავს, რომ ესპანეთმა რაც შეიძლება მალე უნდა აღიდგინოს კონტროლი სეუტას ტერიოტორიაზე.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნა პოსტი, რომელშიც ამბობს, რომ მსგავსი სიტუაცია მიუღებელია ევროკაშირისთვის და ორივე მხარესთან, ესპანეთთან და მაროკოსთან, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლაურენტ ნუნესმაც მოითხოვა საფრანგეთთან ესპანეთის საზღვრების გაძლიერება, რადგან შიშობენ, რომ მიგრაციული ნაკადის ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდება.

მსგავსი ფაქტი 2021 წელსაც მოხდა, როდესაც სეუტაში 10 000-ზე მეტი ადამიანი შევიდა. თუმცა მიგრანტების ამჟამინდელი ნაკადი უფრო მასშტაბურია.

ავტორი: სალომე ბუჯიაშვილი

სრულად წაკითხვა