მადრიდთან ახლოს მსოფლიოში უდიდესი ქრისტეს ქანდაკება აღიმართება მოძრავი გულით – Sagrado Corazón-ის პროექტი ბოადილიაში

1 month ago 4
Video grab

მადრიდი მუდამ სასურველი მარშრუტია ტურისტებისთვის – თავისი გემოვნებიანი ბარებით, მხიარული ქუჩებითა და უძველესი შენობებით ესპანეთის დედაქალაქი ვიზიტორების თვალს ახარებს ალკალას კარიბჭიდან დაწყებული, სიბელესის შადრევნით დამთავრებული. მაგრამ თუ მთავარი ქუჩებიდან გადაუხვევთ, მადრიდის გარეუბანში მალე სრულიად ახალი სიურპრიზი გელით – და ეს უბრალოდ მორიგი პარკი ან მუზეუმი კი არა, მომავალში პილიგრიმობის ცენტრი შეიძლება გახდეს.

ბოადილია-დელ-მონტეს მუნიციპალიტეტი – სწორედ აქ იგეგმება მასშტაბური Sagrado Corazón-ის (ესპ. „წმინდა გული) პროექტი, რომლის ფარგლებშიც უნდა აშენდეს მსოფლიოში უდიდესი ქრისტეს ქანდაკება. დიახ, არაფერი შეგშლიათ, სწორად წაიკითხეთ – უფრო დიდი, ვიდრე რიო-დე-ჟანეიროს „მხსნელი ქრისტე“ (30 მ) და კიდევ უფრო მაღალი, ვიდრე ბრაზილიის „მფარველი ქრისტე“ რიო-გრანდეში (36 მ).

ნინო ხოშტარია
სრულად წაკითხვა