მაგნიტური ქარიშხლების პროგნოზი – როგორი იქნება 2026 წლის მაისი საქართველოში

2 days ago 2

2026 წლის მაისში დედამიწის მაგნიტოსფერო შედარებით არასტაბილური იქნება. სპეციალისტთა პროგნოზით, თვის განმავლობაში დაფიქსირდება როგორც მშვიდი დღეები, ისე საშუალო და ძლიერი მაგნიტური ქარიშხლების პერიოდები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეტეომგრძნობიარე ადამიანებისთვის.

რა არის მაგნიტური ქარიშხალი და რატომ არის მნიშვნელოვანი?

მაგნიტური ქარიშხალი წარმოადგენს მზიდან გამოყოფილი დამუხტული ნაწილაკების ნაკადის გავლენას დედამიწის მაგნიტურ ველზე. ეს პროცესები განსაკუთრებით აქტიურდება მზის აქტივობის ზრდის პერიოდში და შეიძლება გავლენა მოახდინოს:

  • ადამიანის ჯანმრთელობაზე (თავის ტკივილი, სისუსტე, არტერიული წნევის ცვლილება);
  • ტექნოლოგიურ სისტემებზე (GPS, კომუნიკაცია);
  • ელექტროგადამცემ ქსელებზე.

2026 წლის მაისის მაგნიტური დღეები (საქართველო, UTC+4)

მშვიდი დღეები

თვის დღეების უმეტესობა შედარებით სტაბილურია. მშვიდი გეომაგნიტური ფონი მოსალოდნელია:
2–5 მაისს, 8–14 მაისს და 19–22 მაისს.

ამ დღეებში მეტეომგრძნობიარე ადამიანებიც კი, როგორც წესი, დისკომფორტს ნაკლებად გრძნობენ.


საშუალო აქტივობა (გაფრთხილება)

პირველ მაისს, 6–7 მაისს, 17–18 და 23 მაის

ამ პერიოდში შესაძლოა აღინიშნოს:

  • მსუბუქი თავის ტკივილი
  • დაღლილობა
  • ემოციური არასტაბილურობა

რეკომენდებულია მეტი დასვენება და სითხის (უპირატესად წყლის ან ახალგამოწურული წვენების) მიღება.


🔴 ძლიერი მაგნიტური ქარიშხლები

ყველაზე რთული დღეები:

15 და 16 მაისი

ამ დღეებში მოსალოდნელია G1 კლასის მაგნიტური ქარიშხალი, რაც ნიშნავს შედარებით ძლიერ გეომაგნიტურ აქტივობას.

შესაძლო სიმპტომები:

  • არტერიული წნევის მერყეობა
  • გულისცემის აჩქარება
  • ძლიერი დაღლილობა
  • ძილის დარღვევა

ვინ უნდა მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება

მაისის მაგნიტური აქტივობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებისთვის
  • ხანდაზმული ადამიანებისთვის
  • მაღალი ან დაბალი წნევის მქონე პირებისთვის
  • მეტეომგრძნობიარე ადამიანებისთვის

როგორ შევამსუბუქოთ გავლენა?

მარტივი რეკომენდაციები, რომლებიც რეალურად მუშაობს:

✔️ მიიღეთ მეტი წყალი;
✔️ მოერიდეთ ალკოჰოლსა და ზედმეტ კოფეინს;
✔️ იძინეთ რეგულარულად (7–8 საათი);
✔️ შეამცირეთ სტრესი;
✔️ გაატარეთ დრო სუფთა ჰაერზე.

თუ ქრონიკული დაავადება გაქვთ, მიჰყევით ექიმის რეკომენდაციებს.

2026 წლის მაისი მთლიანობაში ზომიერი გეომაგნიტური აქტივობის თვეა, თუმცა, როგორც ზემოთ ნახეთ, 15–16 მაისი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. სხვა დღეებში მდგომარეობა მეტწილად სტაბილურია, თუმცა პერიოდულად ფიქსირდება საშუალო დონის რყევებიც.

თუ მეტეომგრძნობიარე ხართ, გირჩევთ წინასწარ დაგეგმოთ რეჟიმი და თავი დაიცვათ შესაძლო დისკომფორტისგან.


„ლეგენდარული“ მაგნიტური ქარიშხლები – კარინგტონის მოვლენა და კვებეკის ბლექაუთი

ყველაზე ძლიერი, 1859 წლის 1–2 სექტემბრის, მაგნიტური ქარიშხალი ისტორიაში ცნობილია კარინგტონის მოვლენის სახელით.

ის დღემდე ითვლება უძლიერეს გეომაგნიტურ ქარიშხლად, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა დაკვირვებების ისტორიაში.

ინგლისელმა ასტრონომმა რიჩარდ კარინგტონმა მზეზე ძლიერი ამოფრქვევა დააფიქსირა, რის შემდეგაც მზიდან წამოსულმა პლაზმამ დედამიწას ძალიან სწრაფად – რამდენიმე საათში მოაღწია. დაიწყო ექსტრემალური მაგნიტური ქარიშხალი, რომელსაც იმ დროისთვის ნამდვილი ტექნოლოგიური კატასტროფა მოჰყვა:

  • ტელეგრაფის სისტემები მთელ მსოფლიოში მწყობრიდან გამოვიდა;
  • ოპერატორებს დენმა დაარტყა;
  • ზოგიერთმა აპარატმა ელექტროენერგიის გარეშე დაიწყო მუშაობა.

ჩრდილოეთის ციალი დაფიქსირდა იქ, სადაც ავრორა არასდროს ჩანს: კუბაზე, ჰავაიზე და ცენტრალურ ამერიკაში.

ცა იმდენად კაშკაშა იყო, რომ ადამიანები ღამით კითხულობდნენ გაზეთებს.


რა მოხდებოდა დღეს მსგავსი ქარიშხლის შემთხვევაში?

თანამედროვე სამყაროში შედეგები ბევრად მძიმე იქნებოდა და მსგავს მძლავრ მაგნიტურ შტორმს მოჰყვებოდა:

  • სატელიტების დაზიანება
  • GPS-ისა და ინტერნეტის მასშტაბური შეფერხება
  • ელექტროსისტემების გათიშვა (შესაძლოა კონტინენტურ დონეზე)
  • ავიაციის პრობლემები (ნავიგაცია, კომუნიკაცია)

ექსპერტები ხშირად ამბობენ, რომ მსგავსი მოვლენა დღეს ტრილიონობით დოლარის ზარალს გამოიწვევდა.


კიდევ ერთი მაგალითი – კვებეკის ბლექაუთი

1989 წელს, 13-14 მარტს, მზის აქტივობის 22-ე ციკლის დროს, კანადაში უძლიერესი გეომაგნიტური ქარიშხალი დაფიქსირდა, განსაკუთრებით მასშტაბური შეფერხებები იყო ენერგოსისტემებში კვებეკის პროვინციაში:

  • ელექტროსისტემა 9 საათით გაითიშა;
  • მილიონობით ადამიანი დარჩა დენის გარეშე;
  • დაზიანდა ტრანსფორმატორები.

ასევე, მთელ მსოფლიოში მაღალი სიხშირის რადიოკომუნიკაციების შეფერხებები და კოსმოსური ხომალდების გაუმართაობა დაფიქსირდა; მაგნიტურმა შტორმმა პოლარული ნათება გამოიწვია ჩრდილოეთიდან მექსიკამდე და დიდ კაიმანის კუნძულამდე.

ეს მაგალითები გვიჩვენებს, რომ მაგნიტური ქარიშხლები უბრალოდ „თავის ტკივილი“ არ არის, არამედ რეალურად გლობალურ ტექნოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს და სწორედ ამიტომ, დღეს NASA და სხვა შესაბამისი პროფილის სააგენტოები მუდმივად აკვირდებიან მზის აქტივობას.

თამთა გურული

სრულად წაკითხვა