მომღერალი ლაშა ღლონტი თავისი ცხოვრებიდან ყველაზე საამაყო ამბავს იხსენებს, რომელიც ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას უკავშირდება:
“ერთხელ, დიდი ხნის წინ სტუდენტობისას ბიჭებს უნივერსიტეტში კონცერტი გვქონდა. ერთმა ადამიანმა დამამახსოვრა თავი იმით, რომ რამოდენიმე არაჩვეულებრივი ლექსი წაიკითხა მგზნებარედ და ცრემლით, მერე ჩვენი სიმღერა რომ მოისმინა, თვალები აუციმციმდა, არ წახვიდეთო და სათითაოდ დაგვარიგა სახლში საკუთარი მანქანით, ყველას ჩაგვეხუტა და გვითხრა: ,,თქვენ ჩემი საქართველო ხართო”. მისი გვარი მერე გავიგე, იგი ბატონი ჟიული შარტავა გახლდათ, კაცი, რომელმაც ფეხი არ გაადგა ცეცხლმოდებული ქალაქიდან, სულ რამოდენიმე თვეში დახვრიტეს სოხუმში ნაძირლებმა.
დღეს მისი დაბადების დღეა, უფალმა გაანათლოს.”