მსახიობი კახა კინწურაშვილი ის პიროვნებაა, რომელსაც თავისი სამშობლო და საქმე ყველაზე მეტად უყვარს. აფხაზეთიდან დევნილს განსაკუთრებით სტკივა უსამართლობა და ამიტომაც საპროტესტო აქციებში პირველივე დღეებიდან არის ჩართული.
კახა კინწურაშვილი, მსახიობი:
“რუსთაველზე მდგომი საზოგადოების უმრავლესობა უპარტიოა.
ამ ხალხმა რეჟიმის რეპრესიების, წამების, ჯარიმების, ოპოზიციური პარტიების უომედობის, საზოგადოების ნაწილის გულგრილობის და სხვა უამრავი ხელის შემშლელი ფაქტორის მიუხედავად, მოახერხა და არ დათმო. მაინც დგანან! არ ეგუებიან უსამათლობას, ძალმომრეობას, თანამოქალაქეების ჩაგვრას!
დათმეს ყველაზე ძვირფასი – შვილებთან, ოჯახებთან, მეგობრებთან ყოფნის დრო, პროფესიები, რათა გადაარჩინონ ქვეყნის და შვილების მომავალი.
ხალხი იმისთვის არ იბრძვის, რომ ვინმე მობრუნდეს, ხალხი ცდილობს შეცვალოს მდაბიო, დანაშაულებრივი, მოღალატეობრივი პოლიტიკა და ერთპიროვნული მმართველობა!
რეჟიმი ცდილობს ეს ხალხი გამოიყვანოს რადიკალებად, ამრევებად, მაგრამ რუსთაველზე მდგომ ადამიანებს ზურგს უმაგრებს სიმართლე და ფხიზელი საზოგადოება.
ზოგი ცდილობს მიითვისოს ეს პროტესტი, ზოგი ცდილობს დააკნინოს, მაგრამ 300 დღე მტკიცედ დგომის ფაქტს ვერავინ უარყოფს!
რეჟიმი ცდილობს ყველა მექანიზმით გაწმინდოს რუსთაველის გამზირი, რომელიც სახეა წინააღმდეგობის.
სამთავრობო არხებით, ტროლებით, სამართალდამცავი ორგანოებით, ტიტუშკებით, ჩანერგილებით, ცდილობენ რადიკალებად და აგენტებად წარმოაჩინონ ადამიანები, რომლებიც უსამართლობას არ ეგუებიან და იბრძვიან მშვიდობიანად.
თუ ეს ადამიანები გაქრებიან, არავის ცხოვრება არ გახდება უკეთესი გარდა რეჟიმის წარმომადგენლებისა, რომლებიც უფრო მეტი სიხარბით და სიყალბით გააგრძელებენ ქვეყნის გამოხრას!
ნუ გავწირავთ მეგობრებს, ნათესავებს, მეზობლებს, ნაცნობებს, რომლებმაც ძალა იპოვეს წინააღმდეგობის და უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან!
გამარჯვებამდე!”