„კუხნაში” ვართ ყველა შეყუჟული, ბავშვები შეშინებულები არიან… გვიშველეთ!“- ოჯახი მამათიდან დახმარებას ითხოვს

2 months ago 31

სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით რამ­დე­ნი­მე დღეა გა­და­უ­ღებ­ლად თოვს. სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი ინ­ტენ­სი­ურ თო­ვას 27 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით ელო­დე­ბი­ან.

დიდ­თოვ­ლო­ბამ პრობ­ლე­მე­ბი უკვე შექ­მნა გუ­რი­ი­სა და აჭა­რის რე­გი­ო­ნებ­ში. დიდ­თოვ­ლო­ბის შე­დე­გად მო­ქა­ლა­ქე­თა ნა­წი­ლი გარე სამ­ყა­როს არის მო­წყვე­ტი­ლი. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია 2 გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა დახ­მა­რე­ბას ითხოვს. მათ ნა­წილს არ მი­ე­წო­დე­ბა გაზი, დენი და წყა­ლი, არ აქვთ წვდო­მა მე­დი­კა­მენ­ტებ­სა და საკ­ვებ­ზე.

ზო­გი­ერთ სო­ფელ­ში ად­გილ­ზე ვერ ახერ­ხებს მის­ვლას სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბაც. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ ვერ ახერ­ხე­ბენ სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მცხოვ­რებ ახ­ლობ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბას.

რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა სო­ფელ მა­მათ­ში, სა­დაც თოვ­ლის სა­ფა­რი 2 მეტრს აღ­წევს. მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ სა­ჭი­როა ხალ­ხის იქი­დან გა­მოყ­ვა­ნა.

“გა­მოგ­ვიყ­ვა­ნეთ მა­მა­თი­დან, თუ თოვა ისევ გაგ­რძელ­და, დიდი უბე­დუ­რე­ბა მოხ­დე­ბა” – და­წე­რა ილი­კო კი­ლა­ძემ, რო­მე­ლიც ახლა სო­ფელ­ში დე­დას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა.

ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან მძი­მე დღე­შია სამი შვი­ლის მამა, მალ­ხაზ ღლონ­ტი. ის სა­კუ­თარ სახ­ლში მის­ვლას და ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბას ორი დღე ვერ ახერ­ხებ­და. რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რი ფე­ხით იარა და წვა­ლე­ბით მი­აღ­წია ახ­ლა­ხან სახ­ლამ­დე. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი ავა­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდა და ახლა შვი­ლე­ბის სამ­შვი­დო­ბოს გაყ­ვა­ნა­ში დახ­მა­რე­ბას ითხოვს.

მალ­ხაზ ღლონ­ტი:

– მიშ­ვე­ლეთ, და­მეხ­მა­რეთ, სო­ფელ მა­მათ­ში ვარ. გუ­შინ 7 სა­ა­თი­დან ვი­თხოვ მა­მა­თის ცენ­ტრი­დან 3 კი­ლო­მეტრზე ჩა­მოყ­ვა­ნას და ეს ვერ მო­ხერ­ხდა. სახ­ლში სამი შვი­ლი მყავს. სა­ში­ნე­ლი ქარ­ბუ­ქია, გა­დად­გი­ლე­ბაც ძა­ლი­ან ჭირს. ახ­ლა­ხან ძლივს მო­ვაღ­წიე სახ­ლამ­დე და სახ­ლის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს 6 ბალ­კა გა­ტე­ხი­ლია, გუ­შინ რომ მო­მეღ­წია სახ­ლამ­დე ეს ხომ არ მოხ­დე­ბო­და, გა­ზის გა­მათ­ბო­ბე­ლი მქონ­და, ჭერ­ში დავ­დგამ­დი და და­ვად­ნობ­დი თოვს. თან ძა­ლი­ან ყი­ნავს. გამ­გე­ბელ­მა და არც არა­ვინ არა­ფე­რი გა­მი­კე­თა. დღეს ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა და­მიტ­კეპ­ნეს გზა და ისე ამო­მიყ­ვა­ნეს სახ­ლში.

– სახ­ლში არ იყა­ვით?

– არ ვი­ყა­ვი სახ­ლში, თო­რემ ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე არ მი­ვიყ­ვან­დი საქ­მეს. ჯე­ო­სე­ლის ენერ­გო­ინ­ჟი­ნე­რი ვარ, გა­თიშ­ვე­ბი რომ მქონ­და, პრობ­ლე­მე­ბი იქ ვი­ყა­ვი და მერე აქამ­დე ვერ მო­ვაღ­წიე. პატ­რუ­ლიც არ მიშ­ვებ­და, გუ­რი­ა­ში ყვე­ლა­ფე­რი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია, ტრაქ­ტო­რის ჩა­მოყ­ვა­ნას ვერ ახერ­ხე­ბენ. სამი კი­ლო­მეტ­რი ფე­ხით წა­მო­ვე­დი, მერე 2 კი­ლო­მეტ­რი ღელე ღელე ბი­ჭებ­მა გა­მო­მიყ­ვა­ნეს და ასე მო­ვაღ­წიე სახ­ლამ­დე. რა ვქნა ხალხნო, ბავ­შვე­ბი მა­ინც გა­მაყ­ვა­ნი­ნეთ აქე­დან, რა გა­ვა­კე­თო, რო­გორ მო­ვა­ხერ­ხო? 5 წლის ვი­ყა­ვი მამა აფხა­ზე­თის ომში რომ და­მე­ღუ­პა, სამ­შობ­ლოს პატ­რი­ო­ტე­ბის ოჯა­ხი ვართ. მამა რაც მო­მიკ­ვდა მას მერე ტან­ჯვა­ში და წვა­ლე­ბა­ში ვარ. სამი შვი­ლი მყავს, შვი­ლე­ბი გა­და­მირ­ჩი­ნეთ და გა­იყ­ვა­ნეთ სამ­შვი­დო­ბოს. მე არ­სად მივ­დი­ვარ, ბავ­შვე­ბი მა­ინც გა­მაყ­ვა­ნი­ნეთ აქე­დან. უფ­რო­სი მე­თერ­თმე­ტე კლას­შია, შუ­ა­თა­ნა მერ­ვე კლას­შია და პა­ტა­რა მე-2 კლას­ში.

შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან ბავ­შვე­ბი. საჭ­მე­ლი კი გვაქვს, მაგ­რამ “კუხ­ნა­ში” ვართ ყვე­ლა­ნი შე­ყუ­ჟუ­ლი, რად­გან გვე­ში­ნია სახ­ლი თავ­ზე არ ჩა­მოგ­ვენგრეს. გა­და­თოვ­ლა ამ სახ­ლის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ისეთ დღე­შია, გუ­შინ რომ ვინ­მე დამ­ხმა­რე­ბო­და და აქამ­დე მო­ვეყ­ვა­ნეთ ეს არ მოხ­დე­ბო­და. არც სახ­ლის დარ­დი არ მაქვს ახლა, ბაღ­ნე­ბი გა­მაყ­ვა­ნი­ნეთ, გა­მი­კე­თეთ სი­კე­თე. ნერ­ვებ­მოშ­ლი­ლი ვარ. ერთი ტრაქ­ტო­რი ვერ იშო­ვეს რომ სოფ­ლის გზე­ბი გაწ­მინ­დონ და ადა­მი­ანს და­ეხ­მა­რონ. სა­რიშ­ვილს და­ვუ­რე­კე და მი­თხრა, შენ­ზე უა­რე­სი პრობ­ლე­მე­ბი მაქ­ვსო, რა პრობ­ლე­მე­ბი აქვს, ჩემს შვი­ლებს რამე რომ და­ე­მარ­თოს, ხომ უნდა დავ­ხო­ცო ეგე­ნი..

სრულად წაკითხვა