ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრ ჯო უილსონის შესწორება „ქართული ოცნების“ არაღიარების შესახებ, შეტანილია სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში.
ეს თავად კონგრესმენმა უილსონმა დაწერა სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე. უილსონი მადლიერია, რომ მისი შესწორება „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესახებ მიღებულია.
ჯო უილსონის განცხადებით, ამერიკის შეურაცხყოფა, კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მხარდაჭერა არის ბილეთი ერთი მიმართთულებით, რომელიც იზოლაციისკენ მიდის.
კონგრესმენ უილსონის შესწორებას 18 სექტემბერს მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა. დოკუმეტს კენჭი უნდა ეყაროს წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე.
ჯო უილსონი ერთ-ერთი ინიციატორია „მეგობარი აქტის“ (MEGOBARI Act), რომელიც კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2025 წლის მაისში მიიღო.
კანონპროექტი, რომელიც ჯერჯერობით არ დაუმტკიცებია სენატს, ითვალისწინებს ერთი მხრივ, საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში, საქართველოსთან აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობას.