კიევი დათანხმდა აშშ-ის წინადადებას 30 დღით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ

2 months ago 33

კიევი დათანხმდა აშშ-ის წინადადებას 30 დღით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ, თუ რუსეთიც დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

30-დღიანი ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა შეთანხმებით, წერია განცხადებაში.

ცნობის თანახმად, საპასუხოდ, ვაშინგტონი კიევს დაჰპირდა, რომ დაუყოვნებლივ გააუქმებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების აკრძალვას და აღადგენს უკრაინის სამხედრო დახმარებას.

შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ ხსნის სადაზვერვო მონაცემების გაზიარების პაუზას და აღადგენს უკრაინის „უსაფრთხოების დახმარებას“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია დაადასტურა, წერს Reuters-ი.

მხარეებმა განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის დროს ჰუმანიტარული ძალისხმევის მნიშვნელობა, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლება და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება.

გარდა ამისა, დელეგაციები შეთანხმდნენ, განსაზღვრონ მოლაპარაკებებზე თავიანთი ჯგუფების შემადგენლობა და დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები უკრაინაში მყარი მშვიდობის მისაღწევად. შეერთებულმა შტატებმა ვალდებულება იკისრა, ეს კონკრეტული წინადადებები რუსეთის წარმომადგენლებთან განიხილოს. კიევმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამშვიდობო პროცესში უნდა ჩაერთონ ევროპელი მოკავშირეები.

სრულად წაკითხვა