“კი სასაცილოა, მაგრამ მაინც კრემლის დედას შ&$^*ი ამის მოწყობისთვის” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

1 day ago 4

პარლამენტში მიმდინარე დებატებთან დაკავშირებით – “ქართულ ოცნებასა” და “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლების მიმართ მწვავე ირონიულ შეფასებებს აკეთებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე:

სამშაბათი განცხადებების დღეა პარლამენტში და მეთქი ვნახავ, რითი ერთობიან რუსები…

ერთ მხარეს ყოფილი რაიკომის პირველი მდივნები, კომპარტიის ინსტრუქტორები, სტაჟიანი საბჭოთა სუკის თანამშრომლები, საბჭოთა ცეხავიკების შვილები, ისევე როგორ სრულიად უცნობი ხალხი, მათ შორის მუნჯი უცნობები, რომლებიც ისევ (13 წლის შემდეგ) ლაპარაკობენ, როგორი საშინელება იყო წინა ხელისუფლება, ოღონდ ამ ხალხიდან არცერთი, არც ერთი არ მახსოვს წინა ხელისუფლების დროს არათუ რამე გაეპროტესტებინოს, არამედ საერთოდ ხმა ამოეღოს (თანამდებობები მახსოვს), მეორე მხარეს ეუბნებიან, თქვენ 2019-ში ხალხი დაარბიეთ და თვალები დათხარეთო, თითქოს 2019-ში ხელისუფლებაში სხვა პოლიტიკური ძალა იყო.

მეორე მხარეს საერთოდ უცნობი ხალხი, საერთოდ. ეტყობათ, რომ ხელფასი აიღეს და გალამაზდნენ. შანსი რომ ჰქონდეთ, არ იტყოდნენ რაიკომის მდივნობაზე უარს, იმათ პასუხობენ, როცა დავთხარეთ, მაშინ დასათხრელი იყო, აი, თქვენ კი, ახალგაზრდებს ურეკავდით, აგინებდით, უსაფრთებოდით, ცემდით, აწამებდით და ქიმიური ნივთიერებით წამლავდითო, ოღონდ თვითონ ამის მთქმელებიდან ვერ ვიცანი ვერც ერთი, ვისაც არათუ ჩაუსაფრდნენ, ცემეს, აწამეს ან მოწამლეს, არამედ თუნდაც ერთხელ დააჯარიმეს ან ადმინისტრაციულად დააკავეს 1 დღით მაინც.

კი სასაცილოა, მაგრამ მაინც კრემლის დედას შ&$^*ი ამის მოწყობისთვის“, – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერრილში.
11.12.25

სრულად წაკითხვა