“ყველა რეგვენი არ არის აუცილებელი იყოს ქოცი, მაგრამ ყველა ქოც ტროლი რეგვენია!” – ლელა ჯეჯელავა

13 hours ago 2

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას კონკრეტული მიგნებები და დასკვნა სოციალურ ქსელებში დაკვირვების შედეგად:

კიდევ ერთი პარადოქსი: ქოცი ტროლების გვერდები ყველაზე ხშირად აშეარებენ პოსტებს, სადაც ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად ანგარიშებია მითითებული. არ ვიცი რის თქმას ცდილობენ ამით, რომ ასეთი სათნოები და გულმოწყალეები არიან ვითომ, მაშინ როდესაც დანარჩენი საქართველოს წყევლაში ხდებათ სული, თუ რამე კავშირი აქვთ ამ ანგარიშებთან, მაგრამ იმის წღმოდგენაც კი არ შეუძლიათ, რომ ამით მათი მხარდაჭერილი ხელისუფლების უმსგავსობაზე უფრო მეტს გვიყვებიან, ვიდრე თანაგრძნობის გამოხატვას ახერხებენ.

ყოველი მე-5 დაავადებული ბავშვისთვის, რომ საზოგადოების დახმარებაა საჭირო გადასარჩენად, იქ სახელმწიფო და მისი მოვალეობები აღარ არსებობს.

დასკვნა: ყველა რეგვენი არ არის აუცილებელი იყოს ქოცი, მაგრამ ყველა ქოც ტროლი რეგვენია!” – წერს ლელა ჯეჯელავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა