ვიქტორ ოსიმენმა, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელმა, კვარას პსჟ-ში ტრანსფერზე ისაუბრა.
"კვარაცხელიასთან ხშირად ვლაპარაკობ და მან ეს ყველაფერი დაიმსახურა. როცა პსჟ-ში გადავიდა ვუთხარი: "ეს დაიმსახურე, პარიზში წადი და სიამოვნება მიიღე, ვიცი, რომ საოცარ რაღაცეებს გააკეთებ". მასთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს - ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ბევრს მიაღწიოს" - ამბობს ვიქტორ ოსიმენი.