WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

41

ჟურნალისტი, ნინო კვაჭანტირაძე, სოციალურ ქსელში, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების შესახებ ავრცელებს ცნობას.

უუუფ, როგორ მეტკინა – ჩამწყდა გულის ძარღვი, იმედიანი კაცი გულიანი, თავისი საქმის უბადლო პროფესიონალი, დაუზარელი და ხალისიანი ბადრი ვადაჭკორია გარდაიცვალა, ჩემი გურული ძამიკონა…

ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი, ასევე სოციალურ ქსელში, წერს:

ძალიან დამწყვიტე გული ბადრი!

რა დროს შენი წასვლა იყო?

როგორ გიყვარდა სიცოცხლე, ცხოვრება, ადამიანები…

სიტყვებს ვერ ვპოულობ…

რამდენი ადგილი შემოგვივლია, რომ ძვირფასი კადრები აღგებეჭდა, ადამიანები გაგეხარებინა.

შენ წახვედი, მაგრამ დარჩა შენი გასაოცარი ფოტოები, ამბები, ალბობემი და უამრავი ადამიანის სიყვარული…

ბადრი, ნათელში იყავი…

სულ მემახსოვრები კარგო ადამიანო…

ქართველი ჟურნალისტი, ფოტოკორესპონდენტი. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2003). თბილისის საპატიო მოქალაქე (2022) ბადრი ვადაჭკორია არის 25 ფოტოკრებულის და 6 წიგნის ავტორი.