WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

27

ანსამბლ “სუხიშვილების“ გენერალური დირექტორი, ნინო სუხიშვილი ბოლო პერიოდში მათი ანსამბლის მიმართ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ამბობს:

მინდა, გამოვეხმაურო, ბოლო დღეებში ჩვენ გარშემო ატეხილ ამბებს, აჟიოტაჟს, რომელიც მოყვა, რამდენიმე გამონათქვამს, დაწერილ კომენტარს, ტროლის, ბოტის, თუ ვიღაცის დაკვეთით ნათქვამს, რაც მიმაჩნია, რომ არ არის ყურადღება მისაქცევი. მიჩვეულები ვართ, წლების განმავლობაში, არაერთი ბრალდება გამოთქმულა ჩვენს მიმართ, უსაფუძვლო ბრალდება, თუნდაც გავიხსენებდი 26 მაისს რუსთაველზე თითქოს ვიცეკვეთ, როცა არ გვიცეკვია, ან თუნდაც ეჭვის ქვეშ აყენებენ ჩვენ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ და კიდევ ბევრი სხვა. ვთვლი, რომ არასდროს მიგვიქცევია და არც უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება, ჩვენ არაფერი გჭირს არც თავის გასამართლებელი, არც დასაცავი, მითუმეტეს, არავის ბოდიშის მოხდა არ გვჭირდება.

ასევე, მინდა, ვახსენო პეტიცია, დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოეხმაურა ამ ჩვენს გარშემო შექმნილ მოვლენებს, სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, თუმცა, ვთვლი, რომ ესეც არ არის საჭირო. ამაზე უფრო გავამწვავებთ, ისედაც გამწვავებულ მდგომარეობას ქვეყანაში. კიდევ უფრო დავძაბავთ აზრთა სხვადასხვაობას, კიდევ უფრო ზედმეტად მოყვება ერთმანეთის ლანძღვა-გინება, რასაც უკვე მივეჩვიეთ, მაგრამ ნამდვილად არ მოგვწონს ეს ჩვენ. ამიტომ, ვთვლი, რომ არ არის საჭირო ამის გაბუქება, მე მჯერა ჩემი ხალხის და დიდი მადლობა იმ სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, ჩვენი წარმატების გაზიარებისთვის, ამ დამოკიდებულებისთვის. უღრმესი მადლობა ყველას, ამ სიყვარულისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ ყოველ წუთს, დარბაზში, კონცერტზე, ქუჩაში, მაღაზიაში თუ ყველგან. ამაზე დიდი ჯილდო ადამიანისთვის არ არსებობს, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ყველა ძალიან გვიყვარხართ, განურჩევლად, რა აზრისაც არ უნდა იყოთ, – განაცხადა სუხიშვილმა. 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ ხელოვანები, რომლებიც რუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა, რასაც მოჰყვა მათი ლანძღვა სოციალურ ქსელში, ქართული ოცნების მომხრეებისგან.

“>