კაშიას კაპიტნობით - ბრატისლავის "სლოვანი" თასის ნახევარფინალშია

1 month ago 26

გურამ კაშიას გუნდმა, ბრატისლავის "სლოვანმა", სლოვაკეთის თასის მეოთხედფინალში "კოშიცეს" სტუმრად 1:0 სძლია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გამოვიდა, მთელი მატჩი ითამაშა შეუცვლელად და დაცვაში საიმედო თამაში აჩვენა.

"სლოვანმა" გოლი 38-ე წუთზე გაიტანა, როდესაც ტიგრან ბარშეგიანმა გუნდის შეტევა წარმატებით დაასრულა. 57-ე წუთზე ბრატისლაველები რიცხობრივ უმცირესობაში აღმოჩნდნენ – უკრაინელ ნახევარმცველ დანილო იგნატენკოს მეორე ყვითელი ბარათი მისცეს, რის გამოც ის მოედნიდან გააძევეს.

მიუხედავად ამისა, "სლოვანმა" მაინც შეძლო უპირატესობის შენარჩუნება და სლოვაკეთის თასის ნახევარფინალში გავიდა.

სრულად წაკითხვა