კალაძე მესამედ - "ოცნების" შედეგების სტატისტიკა თვითმმართველობის ბოლო სამი არჩევნების მიხედვით

13 hours ago 1

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, კახა კალაძე მესამედ დაიკავებს თბილისის მერის თანამდებობას.

ცესკოს თანახმად, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კახა კალაძეს ხმა მისცა 214 872 (71,58%) თბილისელმა.

კალაძის მერობის ისტორია იწყება 2017 წლიდან, როცა მან 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მაშინ კალაძემ 204 061 ხმა (51%) მიიღო და მნიშვნელოვნად გაუსწრო მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ალექსანდრე ელისაშვილსა (17,48%) და ზაალ უდუმაშვილს (16,59%).

2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში კახა კალაძეს, 2017 წელთან შედარებით, მეტმა თბილისელმა - 216 344 (45%) - დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა კონკურენტმა ნიკა მელიამ კი 163 489 (34%) ხმა მიიღო.

კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ შედეგები თვითმმართველობის ბოლო სამი არჩევნების მიხედვით (თბილისისა და საქართველოს მასშტაბით) ასე გამოიყურება:

2017 წლის 21 ოქტომბერი

  • კახა კალაძე - 204 061 ხმა (51,09%)
  • „ქართული ოცნება“ (თბილისი) - 205 994 ხმა (53,13%)
  • „ქართული ოცნება“ (საქართველო) - 838 154 ხმა (55,81%)

2021 წლის 2 ოქტომბერი

  • კახა კალაძე - 216 344 ხმა (45%)
  • „ქართული ოცნება“ (თბილისი) - 193 486 ხმა (40,4%)
  • „ქართული ოცნება“ (საქართველო) - 824 755 ხმა (46,7%)

2025 წლის 4 ოქტომბერი

  • კახა კალაძე - 214 872 ხმა (71,58%)
  • „ქართული ოცნება“ (თბილისი) - 212 207 ხმა (70,17%)
  • „ქართული ოცნება“ (საქართველო) - 932 916 ხმა (80,79%)
სრულად წაკითხვა