იტალია 2025: ძალაში შევიდა ახალი კანონი გამოსახლებაზე – რა უნდა იცოდნენ უძრავი ქონების მფლობელებმა და მოიჯარეებმა

4 hours ago 1

2025 წლის ივნისში იტალიაში ძალაში შევიდა კანონი №80, რომელიც ცნობილია, როგორც „დეკრეტი უსაფრთხოების და დაცვის შესახებ“. ახალი კანონი გამოსახლებაზე მნიშვნელოვნად ცვლის წესებს როგორც ქონების მფლობელებისთვის, ისე მოიჯარეებისთვის – აქცენტით სწრაფ და მკაცრ გამოსახლებაზე და მფლობელთა უფლებების გაძლიერებულ დაცვაზე.

ქვემოთ მოცემულია მთავარი ცვლილებები, პრაქტიკული რჩევები და ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ, თუ იტალიაში ქირავნობის ხელშეკრულება გაქვთ.

1. პასუხისმგებლობის გამკაცრება საცხოვრებელი ფართის უკანონო დაკავებაზე

მესაკუთრის თანხმობის გარეშე სხვისი საცხოვრებელი ფართის დაკავება (სისხლის სამართლის კოდექსის 634-bis მუხლი) ახალი კანონით მძიმე დანაშაულად ითვლება, რისთვისაც გათვალისწინებულია სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2-იდან 7 წლამდე ვადით. ეს ეხება როგორც ბინებს, ისე სახლებს, რაც მფლობელებს უკეთ იცავს მათი კუთვნილი ფართის უკანონო დაკავებისგან.

2. სწრაფი გამოსახლება და ნაკლები ბიუროკრატია

  • დაჩქარებული გამოსახლება შესაძლებელია სასამართლოს ჩარევის გარეშეც, თუ საქმე პირველ საცხოვრებელს ან ოფიციალურად გაქირავებულ ქონებას ეხება.
  • გამოსახლება უნდა დამტკიცდეს მესაკუთრის მიერ მოთხოვნის შეტანიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში.
  • გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სასამართლო აღმასრულებელი ვალდებულია, 20 დღის ვადაში აღასრულოს გადაწყვეტილება.
  • შეტყობინებები სრულიად ლეგალურად იგზავნება სერტიფიცირებული ელექტრონული ფოსტით (PEC), რაც ამცირებს პროცესის ხანგრძლივობას.

3. კანონის დებულებები მოქმედებს მხოლოდ რეგისტრირებული ხელშეკრულებების შემთხვევაში

ახალი კანონი ქირავნობაზე მოქმედებს მხოლოდ იმ მფლობელებზე, რომელთა ქირავნობის ხელშეკრულება ოფიციალურად არის რეგისტრირებული. ზეპირი ან „რუხი“ შეთანხმებები ვერ უზრუნველყოფს სწრაფ დაცვას და გამოსახლებას ქირის არგადახდის შემთხვევაში.

4. ქირის არაგადახდის გამო გამოსახლება:დაჩქარებული პროცედურა

  • საკმარისია ქირის ორი თვის ვადის გადაცილება, რომ ბინის /სახლის მფლობელმა დაიწყოს გამოსახლების პროცესი.

  • მოსამართლეს შეუძლია დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება.

  • მოიჯარე მხოლოდ მაშინ შეძლებს გამოსახლების გადავადებას, თუ დაამტკიცებს, რომ შეუძლია სწრაფად დაფაროს დავალიანება.

  • ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან არგაგრძელების შემთხვევაში გამოსახლება იტალიაში შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

5. გამოსახლების შეჩერების შეზღუდვა

გამოსახლების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ დოკუმენტურად დამტკიცებული განსაკუთრებული შემთხვევებისას (არასრულწლოვანი, შშმ პირი, მძიმე დაავადება). ბავშვების არსებობა ავტომატურად არ აჩერებს პროცესს – თუ არსებობს ალტერნატიული საცხოვრებელი, გამოსახლება მაინც მოხდება.

6. პროცესის გაციფრულება და გამჭვირვალობა

უძრავი ქონების მფლობელს ყველა დოკუმენტი და შეტყობინება შეუძლია ონლაინ ან PEC-ის მეშვეობით გაგზავნოს. ეს ამცირებს ბიუროკრატიას და, პრაქტიკულად, გამოირცხავს ხანგრძლივ დავებს ქონების მფლობელსა და მოიჯარეს შორის.

7. პრაქტიკული რჩევები ქონების მფლობელთათვის

  • ყოველთვის გააფორმეთ და ოფიციალურად დაარეგისტრირეთ ქირავნობის ხელშეკრულება.

  • შეინახეთ ყველა ქვითარი და მიმოწერა მოიჯარესთან.

  • ხელშეკრულების გაფორმებამდე შეამოწმეთ მომავალი მოიჯარის გადახდისუნარიანობა.

  • დავალიანების შემთხვევაში სწრაფად იმოქმედეთ და გამოიყენეთ ახალი კანონის მექანიზმები.

ახალი კანონი გამოსახლებაზე იტალიაში მფლობელთა უფლებებს უფრო ეფექტიანად იცავს და პროცედურას სწრაფსა და გამჭვირვალეს ხდის. მისი უპირატესობებით სარგებლობა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც კანონიერად მოქმედებს – ოფიციალურად აფორმებს და არეგისტრირებს ხელშეკრულებებს. მოიჯარეებისთვის კი ეს განსაკუთრებული გაფრთხილებაა: ქირის დროული გადახდა და ხელშეკრულების პირობების დაცვა ახლა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

ხშირად დასმული კითხვები 

1. როდის შევიდა ძალაში ახალი კანონი გამოსახლებაზე იტალიაში?

კანონი №80 ძალაში შევიდა 2025 წლის ივნისში და მოქმედებს ოფიციალურად რეგისტრირებულ ქირავნობებზე.

2. შესაძლებელია თუ არა გამოსახლება სასამართლოს გარეშე?

დიახ – დაჩქარებული პროცედურა გათვალისწინებულია პირველ საცხოვრებელ ან ოფიციალურად გაქირავებულ ქონებათა შემთხვევებში.

3. რამდენი თვის ქირის გადაუხდელობაა საკმარისი, რომ გამოსახლების პროცედურა დაიწყოს?

კანონის თანახმად, ორი თვის ქირის გადაუხდელობა შეიძლება გახდეს დაჩქარებული პროცედურის დაწყების საფუძველი.

4. ვრცელდება თუ არა კანონი ზეპირ შეთანხმებებზე?

არა – კანონი უძრავი ქონების მეპატრონის უფლებების დაცვას მხოლოდ ქირავნობის რეგისტრირებული ხელშეკრულებების შემთხვევაში უზრუნველყოფს!

5. რა პირობებში შეიძლება გამოსახლების შეჩერება?

გამოსახლების შეჩერება შესაძლებველია მხოლოდ დოკუმენტურად დამტკიცებული განსაკუთრებული გარემოებების შემთხვევაშია (არასრულწლოვანის არსებობა, შშმ პირი, მძიმე ავადმყოფობა).

6. როგორ უნდა გაიგზავნოს შეტყობინება გამოსახლებისთვის?

შეტყობინებები ოფიციალურად მიიღება და ახალი პროცესისთვის მნიშვნელოვანია მათი გაგზავნა სერტიფიცირებული ელექტრონული ფოსტით – PEC.

შენიშვნა: ეს სტატია მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. კონკრეტული შემთხვევებისთვის მიმართეთ კვალიფიციურ იურისტს.

ნინო ხოშტარია

სრულად წაკითხვა