„ბატონო ელჩო, საქართველოში თქვენი დიპლომატიური მისიის ვადის მიწურულს, საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ გულწრფელ მადლიერებას თქვენი პროფესიონალიზმის, თავდადების, მეგობრობის და ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებისადმი თქვენი ურყევი ერთგულებისთვის“, - თქვა კობახიძემ და აღნიშნა, რომ „სწრაფად ცვალებად სამყაროში მშვიდობა და სტაბილურობა რჩება ჩვენს საერთო ფასეულობად“.
მისი სიტყვებით, ჩინეთი „სანიმუშო ქვეყანაა“ - „მშვიდობიან ზესახელმწიფოა“, რომელიც „საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტაბილურობის განმტკიცების ერთგულია“.
4-წლიანი საქმიანობის შეჯამებისას ელჩმა ჭოუ ციენმა მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს, მთავრობასა და პარლამენტს:
„ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერისა და ერთგულების გარეშე“.
ჭოუ ციენის ელჩობის პერიოდში საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, ასევე შესაძლებელი გახდა ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·