პუტინმა კვლავ გაზარდა რუსეთის არმიის საშტატო რიცხოვნობა

1 hour ago 4

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის შეიარაღებული ძალების საშტატო რიცხოვნობის გაზრდის თაობაზე, ორ მილიონ 426 ათასამდე. დოკუმენტის თანახმად, უშუალოდ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა გაიზარდა ერთი მილიონ 510 ათასი ადამიანიდან ერთ მილიონ 535 ათასამდე.

როგორც "რია ნოვოსტი" იუწყება, მონაცემის ზრდა უკავშირდება სამხედრო-სამშენებლო ქვედანაყოფების შექმნას.

არმიის რიცხოვნობის გაზრდის თაობაზე წინა ბრძანებებს პუტინმა ხელი მოაწერა მარტში და ივნისში. უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრამდე რუსეთის შეიარაღებული ძალების საშტატო რიცხოვნობა მცირედით აჭარბებდა ერთ მილიონს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გასულ კვირაში, Sky News-სთან ინტერვიუში ამბობდა, რომ მისი აზრით პუტინი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება. ზელენსკის თქმით, 21 სექტემბერს დანიშნული სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა 300-დან 500 ათასამდე ადამიანის მობილიზაცია განახორციელოს. ამ მონაცემების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.

მანამდე გამოცემები "ვიორსტკა" და "ვაჟნიე ისტორიი" წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ კრემლში განიხილავენ 2026 წლის შემოდგომაზე ახალი მობილიზაციის შესაძლებლობას.

სრულად წაკითხვა