Ioseb Alibegashvili, State Representative of Samtskhe-Javakheti region.
Photo: Government of Georgia/Facebook.„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იოსებ ალიბეგაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულად დანიშნა, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციამ 14 აგვისტოს.
ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, კობახიძე და მამუკა მდინარაძე, რომელიც დროებით რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებს, მთავრობის ადმინისტრაციაში ალიბეგაშვილს შეხვდნენ, სადაც რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
დანიშვნამდე ალიბეგაშვილი ქვემო ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იყო.
სამცხე-ჯავახეთის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი 5 აგვისტოს გარდაიცვალა, რის გამოც ალიბეგაშვილის დანიშვნამდე თანამდებობა ვაკანტური რჩებოდა.
This post is also available in:
Read Next
29/09/2020 - 01:45
მედია: ჯავახეთის ეთნიკურმა სომხებმა მთიან ყარაბაღში სურსათი გაგზავნეს
15/04/2019 - 13:46
პრეზიდენტმა ახალქალაქში ქართული ენის ცოდნის მნიშვნელობაზე ისაუბრა
28/05/2018 - 19:00
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდას მოსახლეობამ აქცია გამართა
19/09/1920 - 11:25
30 აგვისტო, 1920 წელი: ჟორდანია, რამიშვილი და ჩხენკელი ჯავახეთს სტუმრობენ
01/09/1920 - 11:52
civil ახალი ამბები