“ივანიშვილსა და მის პროვოკატორებს ურჩევნიათ დროულად თქვან უარი საქართველოს დემოგრაფიულ არაბიზაციაზე” – შალვა ნათელაშვილი

1 day ago 4

“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს, რაც მისი განმარტებით, იგეგმება რუსეთში:

არაბიზაციით გამოწვეული საერთო-სახალხო აღშფოთების გადასაფარად, ხალხის შესაშინებლად, რომ ქართულ მიწებზე უცხო დასახლებათა შექმნის წინააღმდეგ გალაშქრება ქსენოფობია და რელიგიური თუ ეთნო შუღლის გაღვივებაა, ივანიშვილის სუსი და მისი ხელმძღვანელები მოსკოვში, ამზადებენ პროვოკაციას თბილისში, რათა ხელი შეუშალონ მორწმუნე მუსლიმ მრევლს ლოცვასა და სხვა რიტუალების განხორციელებაში.

თბილისი, საქართველო მუდამ იყო მრავალ-რელიგიური, მრავალ-ეროვნული სამყარო, აქ არავინ ერთმანეთს ლოცვაში არ უშლიდა ხელს. ივანიშვილსა და მის პროვოკატორებს კი ურჩევნიათ დროულად უარი თქვან საქართველოს დემოგრაფიულ არაბიზაციაზე. დარწმუნებული ვარ მათ მორიგ პროვოკაციაზე არავინ არ წამოეგება“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

სრულად წაკითხვა