» ჯანქი » თამუნა მდივანი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ შვილი გარდაეცვალა, ვიდეოს აქვეყნებს - "ჩემი უდიდესი თხოვნაა, ილოცოთ მისი სულისთვის"
თბილისში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის, გიორგი მდივანის დედა მიმართვას ავრცელებს:
„უფალმა ნათელში ამყოფოს ჩემი გიორგის სული“, - წერს სოციალურ ქსელში, მსახიობი და ინფლუენსერი, თამუნა მდივანი.
მას რამდენიმე დღის წინ შვილი დაეღუპა და საზოგადოებას სთხოვს, რომ გიორგის სულისთვის ილოცონ.
„დღე მეცხრე, ჩემი უდიდესი თხოვნაა, ილოცოთ მისი სულისთვის“,- წერს თამუნა მდივანი სოციალურ ქსელში.
წყარო: primetime.ge