ზელენსკი: ჩინეთის გარეშე პუტინის რუსეთი არაფერია

1 week ago 17

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ სურვილის შემთხვევაში, ჩინეთს შეუძლია რუსეთს ომის დასრულება აიძულოს.

ზელენსკი, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაში მონაწილეობს, 23 სექტემბერს სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. სხდომაზე უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავდნენ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უშიშროების საბჭოში წარმოდგენილია ჩინეთი, ძლიერი სახელმწიფო, რომელზეც რუსეთი მთლიანად დამოკიდებულია და ჩინეთს მართლაც რომ სურდეს ომის დასრულება, შეუძლია მოსკოვს ეს აიძულოს.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, „ჩინეთის გარეშე პუტინის რუსეთი არაფერია“, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ჩინეთი მშვიდობის დასამყარებლად მოქმედებდეს, მდუმარედ განზე დგას.

ჩინეთის ხელისუფლებას, რომელიც მუდმივად აცხადებს, რომ პატივს სცემს ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, არასდროს დაუგმია უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები გააღრმავა.

სრულად წაკითხვა