ვიღაც ავადმყოფი დათა თავაძის საქირქილო გახდა ქრისტეს ნათელით მადლმოსილი საქართველო? – თინათინ მღვდლიაშვილი

17 hours ago 3

წაკითხვა: 10

ქართული თეატრი რომ პორნო- თეატრებად გადაქციეს თანამედროვე რეჟისორებმა, არახალია. სატელევიზიო სერიალებიც რომ უხამსობისა და ბილწსიტყვაობის უხეირო, უგემოვნო ნაზავია, არც ეს გახლავთ ახალი ამბავი.  მოვიდა, დრო, რომ ქართველმა ერმა ხმა ამოიღოს და ბოლო მოუღოს აღვირახსნილებას, რაც საქართველოში დამკვიდრდა!”- ასე ეხმიანება პოეტი თინათინა მღვდლიაშვილი რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლ “ლიბერტეს”, რამაც საზოგადოების დიდი ნაწილში აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია.

სიმართლე გნებავთ? კი, ბატონო! არტისტები არ წარმოადგენენ ქვეყნის ელიტას, პირიქით, საზოგადოების დაბალ ფენას მიეკუთვნებიან. ეს არ გახლავთ დამამცირებელი, ეს, უბრალოდ, სიმართლეა და, მსახიობი რომ არასანდოა, თავად შექსპირმა ბრძანა.

ამის ნათელი მაგალითია 90-იანი წლები, როდესაც ხელისუფლების დამამხობელთა ავანგარდში, სწორედ მსახიობ-რეჟისორ-ჯამბაზები სჭარბობდნენ!
ოდესღაც, დიახაც ბრწყინავდნენ სახელგანთქმული ქართველი რეჟისორები, ეროვნულები, ძლიერები, ლამაზები… მაგალითად, სანდრო ახმეტელიც საკმარისია!

ძლიერი, ლამაზი, არაჩვეულებრივი აღნაგობის მსახიობებიც მრავლად გვყავდნენ, მაგალითად გიორგი შავგულიძის
დასახელებაც საკმარისია და, მაინც, ეს არ არის ელიტა.

საქართველოს უნდა ჰყავდეს ელიტა, რომელიც ჩამოშალეს, დაამცირეს, გაანადგურეს! სადღა არიან ელიტარული მეცნიერები? ისტორიკოსები, გეოგრაფები, იურისტები,
ეკონომისტები, მწერლები და სხვანი?!.

სად გაქრა არისტოკრატია?!. სად გაქრნენ დიდი საეკლესიო მოღვაწეები?!.  მაშ, ვიღაც ავადმყოფი დათა თავაძის საქირქილო გახდა ქრისტეს ნათელით მადლმოსილი საქართველო?!.
ვიღაც ნიფხავჩახდილმა ავაზაკმა უნდა დაასამაროს ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებლის ქვეყანა?!.

ვიღაც ტატრაყუნა ცვედანმა უკანალი უნდა მიუშვიროს მის უდიდებულესობას – ქართველ ერს?!.

საზოგადოების გამრთობმა ფენამ უნდა იზეიმოს ელიტაზე? რა მოხდა, დრამატურგები ამოწყდნენ დედამიწაზე, რომ მაინცდამაინც ავადმყოფი ფრანგის, სადისტისა და
მაზოხისტის, ბილწი რომანებისა და პიესების ავტორის, მარკიზ დე სადის ე. წ. პიესა არ დაედგათ?!. იმ მარკიზის, რომელიც საკუთარი თუ სხვისი ტანჯვის და ტკივილის
გზით ცდილობდა სექსუალური სიამოვნების მიღებას?

იმ ფსიქოპათი, უღმერთო, ათეისტი ვაი მწერლის, რომლის ,,უკვდავსაყოფად” დამკვიდრდა სიტყვა სადისტი?

ფუტკარი ყვავილს ეტანება, ბუზი – ფეხსადგილს! ბუზის გემოვნება რომ გაქვთ, ამადაც იპოვეთ დე სადი!

ის დროა, ყველა ეკლესია ზარს უნდა არისხებდეს! ის დროა, ეკლესია-მონასტრები ქუდზე კაცს უხმობდნენ! კუბოებს რომ დაათრევდნენ ქვაშვეთის ტაძრის წინ და
ჩხიბაობდნენ, მე, სხვა მცირედთან ერთად, დიახაც, ხმა ავიმაღლე, მაგრამ, რა შედეგი მივიღე? არავითარი!..

სინდისი პატარა ღმერთია! – გვითხრა მამა გაბრიელმა. სად დაკარგეთ სინდისი, თქვე უღმერთოებო! საუკუნის დასაწყისიდან პორტირებულო ბოლშევიკებო!
ქართველთმჟლეტი ლევან ღოღობერიძის ნაშიერებო!

შემირცხვენია თქვენი წინაპრები!
შემირცხვენია თქვენი ოჯახები!
დაგვიჩემებია: ამის შვილია! იმის შვილიშვილია!

თქვენც, ახლა, კოტე აფხაზის, ვაჟა-ფშაველას ან ვანო
მაჩაბლის შთამომავლები არ იყოთ, რა!..

თქვენც, ახლა, დავით გურამიშვილის, ილია ჭავჭავაძის
და თაყაიშვილის სისხლი არ გუდუღდეთ ძარღვებში!

ლაგამაწყვეტილი გოიმები და ქაჯები ხართ! ერისგან მოქნეული მათრახი თუ დაგაოკებთ თქვენ,
იუდასეულ ოცდაათ ვერცხლზე გაყიდულებო!

თქვენც ცხენის კუდზე გამოსაბმელები და სათრევები ხართ, იქედნეთა მიერ შეთითხნილ პიესებზე დადგმულ ე. წ, სპექტაკლებს რომ ესწრებით და ტაშს უკრავთ!
დიახ, არანაკლები გოიმები და ქაჯები ხართ! დაე, ქვად იქეცით!”- წერს თინათინ მღვდლიაშვილი.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა