რადიო თავისუფლებას თვითმხილველი ეუბნება, რომ ღამის თორმეტი საათისთვის დაინახა ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილი ბევრი პოლიციელი, სასწრაფო დახმარების მანქანა და ერთი ადამიანის ცხედარი.
მისი თქმით, ცხედარი შორიდან დაინახა და ვერ გაარჩია, ქალი იყო თუ კაცი.
ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა „პუბლიკამ“ გაავრცელა თვითმხილველზე დაყრდნობით, რომელიც მკვლელობას შეესწრო. გამოცემის ცნობით, მოკლულია კაცი.
„პუბლიკის“ ცნობითვე, თავდამსხმელმა რამდენჯერმე გაისროლა, ერთ ადამიანს ბრმა ტყვია მოხვდა და სასწრაფოში გადაიყვანეს.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ინფორმაცია უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე და დამატებითი დეტალების გარკვევისთანავე განახლდება.