თბილისში, მტკვარში მანქანის გადავარდნას 3 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევის დროს, ავტომობილის 4 მგზავრიდან მხოლოდ გიორგი თოლორაია გადარჩა.
ახალგაზრდა კაცი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ტრაგიკულად დაღუპულ მეგობრებს ემშვიდობება.
„თქვენს სუფთა და უბოროტო სულს შემოვევლე. უწიიკ, ჩემი ძმა ხარ, მაგარი კაცი, ჩამახუტა ახლა, ჩამაკოცნინა თქვენი თავი“, – წერს გიორგი თოლორაია სოციალურ ქსელში.
ტრაგედია თბილისში 14 მაისს დატრიალდა. ავარიის შედეგად, მტკვარში ჩავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა. 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს.
პოლიციამ, მომხდარის გამო, ავარიაში მონაწილე, 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც დღეს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.
მდინარეში ჩავარდნილი ერთი ახალგაზრდის ძებნას მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ.