ერევანში სამიტში მონაწილეობისთვის ევროკავშირის დელეგაციაც ჩავიდა

21 hours ago 5

03.05.202603.05.2026

ევროკავშირის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, ევროპარლამენტის ხელმძღვანელი რობერტა მეცოლა და ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კაია კალასი, ერევანში ჩავიდა.

ერევნის „ზვართნოცის“ აეროპორტში დელეგაციის წევრებს სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი დახვდნენ.

2026 წლის 4 მაისს სომხეთის დედაქალაქში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტი გაიმართება თემაზე: „მომავლის მშენებლობა: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად სომხეთს რამდენიმე ათეული ქვეყნის ლიდერი ეწვია.

ზელენსკი ერევანში იმყოფება

სრულად წაკითხვა